ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 აგვისტო – 4 სექტემბერი

ამ კვირის პირველ ნახევარში შეიძლება ყურადღება ხშირად გაგეფანტოთ, ამიტომ ამ პერიოდს ნაყოფიერი მუშაობისთვის წარმატებულად ვერ მივიჩნევთ, თუმცა არც დროის დაკარგვა ღირს. კვირის შუა რიცხვებში ფრთხილად უნდა იყოთ, რათა არავინ მოგატყუოთ. რეკომენდებულია კომუნიკაციისას  თავადაც უფრო გულწრფელი გახდეთ. შეეცადეთ ილუზიებს არ აჰყვეთ, მაგრამ ასევე არ გადახვიდეთ მეორე უკიდურესობაში: ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. ამ კვირაში ყველაზე წარმატებული დრო შაბათ-კვირა იქნება. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია უკვე არსებული პირად ურთიერთობებისთვის, ასევე  საშუალება გექნებათ ახალი ნაცნობები შეიძინოთ ან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.

 

ვერძი

ეს კვირა ის პერიოდია, როცა უარი უნდა თქვათ შეუძლებლის სასწაულებრივი ასრულების სურვილზე და საკუთარ თავს მოსთხოვოთ ის, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. ვარსკვლავების გავლენით შესაძლოა საუცხოო იდეები გქონდეთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, ყველაფერს უცებ ნუ გაამჟღავნებთ, მომავალში უკეთესი პერსპექტივა გექნებათ. კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ არ ეკამათოთ ახლობელს, ან არ  ჩაერთოთ კონფლიქტში, რომელიც თქვენ არ გეხებათ. შაბათ-კვირას დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 1.

 

კურო

ამ კვირაში სამსახურში წარმატებებს ელოდეთ. ახლა მოგისმენენ, უფრო მეტად დაგაფასებენ. უბრალოდ, აუცილებელია ძალა მოიკრიბოთ და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს პროფესიულ წინსვლაზე. პირად ცხოვრებაში მარტოხელებს შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ  პერსპექტიული ნაცნობობის, ხოლო ვისაც ოჯახში ბავშვები ჰყავს, მათ დასვენებაზე უნდა იზრუნოს.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ტყუპი

ყოველდღიური საქმეები კარგად ჩაივლის, შემოქმედებითი სიახლეები წარმატებით დაგვირგვინდება. პროფესიულ ასპარეზზე დიდია ახალი პარტნიორების შეძენის ალბათობა. იქნება სოლიდური მოგების მიღების შესაძლებლობა, ისიამოვნებთ კომუნიკაციით საინტერესო კომპანიაში. შეეცადეთ, ამ პერიოდში კამათს და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ, არ გააკეთოთ კრიტიკული შენიშვნები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ. არსებობს შესაძლებლობა, ამ კვირაში დიდი ხნის სურვილი აგისრულდეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სოციალური მდგომარეობა და ნათესავებთან კარგი ურთიერთობა.  სამსახურში უფრო მეტად აქტიური და ენერგიული ხართ, რაც ახალი, სასარგებლო კავშირების დამყარებაში გეხმარებათ. სამშაბათს იმოქმედეთ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ გაიგებენ და გაითვალისწინებენ. შაბათს შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დადებითად იმოქმედებს ოჯახში მორალურ და მატერიალურ ატმოსფეროზე.

სასიკეთო დღეები: 30, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ლომი

ეს კვირა შეიძლება  საკმაოდ პრობლემური და ხმაურიანი იყოს. უპირველესად, დაკავდით მნიშვნელოვანი საქმეებით, დანარჩენი საკითხები კი დროებით გადადეთ. ნუ გააკრიტიკებთ და ნუ ისაუბრებთ ხელმძღვანელობის ქმედებებზე, თუ არ გინდათ, რომ სამსახურში პრობლემები  შეგექმნათ. იყავით რაციონალური და სამართლიანი. ხუთშაბათს ნუ უგულებელყოფთ მეგობრულ რჩევებს. სიყვარულში ძალიან ბევრს ნუ მოითხოვთ, ალბათ უნდა გესმოდეთ, რომ „ციდან ვარსკვლავებს ვერ მოგიწყვეტენ“.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ქალწული

ამ კვირაში, ვარსკვლავების დადებითი გავლენის გამო, თქვენი ენთუზიაზმი და ენერგია ყველაფერს გადაფარავს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვა. გამოიყენეთ ის კონსტრუქციულად, მიეცით საშუალება ემსახურებოდეს თქვენს წარმატებას. სავარაუდოდ, მოსალოდნელია თქვენი ხელფასის ან პროფესიული ზრდის საკითხი გადაწყდეს და ცხოვრებას ახალი პერსპექტივის პრიზმაში შეხედოთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 29, 3.

არასასიკეთო დღე: 1.

 

სასწორი

ამ კვირაში მოსალოდნელია შემოქმედებითი აღმავლობა და მნიშვნელოვანი საკითხების  წარმატებული გადაწყვეტა. შეეცადეთ ინიციატივა გამოიჩინოთ და გადადგათ ნაბიჯი წინ კარიერულ კიბეზე. ვარსკვლავების გავლენა თქვენს საუკეთესო თვისებებს გააძლიერებს და ნებისმიერ კომპანიაში მაგნიტივით მიიზიდავთ ირგვლივ მყოფებს. შეგიძლიათ თქვენი ეს შესაძლებლობები პროფესიული წინსვლისთვის გამოიყენოთ. შაბათს მეგობრებთან საუბრით გაერთეთ, კვირას კი ეცადეთ სიმშვიდით და კომფორტით დატკბეთ.

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მორიელი

ეს კვირა საკმაოდ საინტერესო და წარმატებული პერიოდია თქვენთვის. კვირის დასაწყისში დიდი ხნის სურვილის ასრულება და სასიამოვნო შეხვედრა გელით. ასევე, პროფესიულ ცხოვრებაში შესანიშნავი პერსპექტივებია, – თქვენი ოცნების სამუშაოს შემოგთავაზებენ. და თქვენ მხოლოდ დეტალების შეთანხმება და თქვენი პირობების დაყენება მოგიწევთ. თქვენს აზრს  გაითვალისწინებენ, თქვენი ავტორიტეტი და შემოსავალი კი მკვეთრად გაიზრდება.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მშვილდოსანი

შეეცადეთ მთელი კვირა დაგეგმოთ, შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს თქვენთვის მკაფიო განრიგისა და დავალებების სიის შედგენა. სამშაბათი კარგი დღეა თამამი იდეების განსახორციელებლად. ოთხშაბათს არ უნდა გარისკოთ, რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ გამარჯვებაში. არ არის გამორიცხული, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როცა თქვენი თვითკონტროლი უმაღლეს ღირებულებას შეიძენს. შესაძლებელია ძველი მეგობრობის აღდგენა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობასა და სიმშვიდეს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

თხის რქა

ამ კვირაში შეძლებთ იპოვოთ რამდენიმე ორიგინალური და მოულოდნელი გზა რთული სიტუაციებიდან გამოსვლისთვის. სირთულეების ნუ შეგეშინდებათ, პირიქით, მათი გადალახვა კმაყოფილებით აგავსებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეეცადეთ თავიდან აირიდოთ კამათი და კონფლიქტი. ნუ შეგეშინდებათ რაიმე სიტუაციაზე პასუხისმგებლობის აღებისა, ენდეთ თქვენს თანდაყოლილ ინტუიციას.  შაბათ-კვირის კარგი ამბები დადებით ემოციებით აგავსებთ.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მერწყული

ამ კვირაში სამსახურში არაერთი კუთხით მიაღწევთ წარმატებას, თუმცა სანამ რაიმეს დაიწყებთ, მაინც აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირად ცხოვრებაში ნუ იქნებით ძალიან გულუბრყვილო და მორჩილი. ეს პერიოდი კარგია სახლის, ავეჯის ან ნებისმიერი აღჭურვილობის შესაკეთებლად და აღდგენისთვის. შაბათს დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. კვირა საუკეთესო დღეა სამოგზაუროდ.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თევზები

დიდი ალბათობით,  ამ კვირაში მოგიწევთ ბევრ რამესთან გამკლავება როგორც პირად, ისე პროფესიულ ფრონტზე. კვირის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირად დაგებადებათ ახალი იდეები, მაგრამ ცდილობთ სამსახური არ შეიცვალოთ და ოჯახი არ დატოვოთ, საქმიანობიდან გამომდინარე. შუა კვირაში თქვენმა არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით დოკუმენტებზე მუშაობისას. გამოსასვლელ დღეებში თქვენი დროის უმეტეს ნაწილს საოჯახო საქმეები დაიკავებს.

სასიკეთო დღეები: 30, 2.

არასასიკეთო დღე: 1.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close