რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

გარდაცვლილი ქალი საკუთარ დაკრძალვაზე დამსწრეების კითხვებს პასუხობდა – ახალი ტექნოლოგია

მარინა სმიტი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მის დაკრძალვაზე დამსწრეებს შეეძლოთ, მას „გასაუბრებოდნენ“ – მათთვის საინტერესო ცხოვრებისეულ კითხვებზე მისი პასუხები მოესმინათ… ეს კი სმიტის შვილის ახალი ტექნოლოგიის დახმარებით გახდა შესაძლებელი. 

„მას შემდეგ, რაც ადამიანი გარდაიცვლება, შესაძლებელია მასთან საუბარი ისე, თითქოს აქ არიან. დედამ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები კი იმ ადამიანებამდე მიიტანა, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარდა და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს სმიტი, StoryFile-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

თუმცა პასუხები ხელოვნურ ინტელექტს ნამდვილად არ მოუფიქრებია, ყველაფერი სმიტის დედას ეკუთვნოდა… გამოდის, უკვე იმის შანსიც გაქვთ, რომ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გარდაცვლილი ადამიანისგან მოისმინოთ.

როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია?

იმისათვის, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მსგავსი საუბრების მოსმენა შესაძლებელი გახდეს, კონკრეტულმა პირმა ჩანაწერი სიცოცხლეშივე უნდა გააკეთოს და უპასუხოს მრავალ კითხვას თავის ცხოვრებაზე. ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი სადავეებს ხელოვნური ინტელექტი იღებს და თქვენს კითხვებზე შესაბამის პასუხებსაც არჩევს.

CleverBot-ის შემქმნელი როლო კარპენტერი ადასტურებს, რომ სისტემა საკუთარი პასუხების აგებას არ ცდილობს და ამისთვის არც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ის მხოლოდ ჩაწერილი ვიდეოდან არჩევს შესაბამის პასუხებს.

ალბათ ფიქრობთ, საერთოდ, რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს ასეთი იდეა… თუმცა ეს აზრი USC Shoah Foundation-ის პროგრამაზე მუშაობისას დაიბადა ანუ მაშინ, როცა ჰოლოკოსტისგან გადარჩენილებისთვის ინტერაქციულ ჰოლოგრამებს ქმნიდნენ. სმიტის დედაც ჰოლოკოსტის აქტივისტი იყო…

ეს ტექნოლოგია Star Trek-ის მსახიობმა უილიამ შატნერმაც გამოცადა. გამოდის, თქვენ უკვე მასთან საუბარი შეგიძლიათ. მითითებულ ველში ნებისმიერ კითხვას ჩაწერთ და იგი გიპასუხებთ, თუ გსურთ, შეგიძლიათ შეაწყვეტინოთ და დამატებითი კითხვაც დაუსვათ. ეს გამოცდილება კი კომპიუტერით მეგობართან საუბარს ძალიან ჰგავს, შესაბამისად, პროცესიც სასიამოვნოა.

ამასთან, ტექნოლოგიის დახმარებით მომხმარებლებს შეეძლებათ, მაგალითად, 50 წლის ასაკში საკუთარი თავის 18 წლის ვერსიას გაესაუბრონ ან, თუნდაც, შვილს საკუთარი თავი 16 წლის ასაკში გააცნონ. ეს, ალბათ, სერენა უილიამსის ძველი და ახალი ვერსიის შეჯიბრსაც მოგაგონებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნოლოგია ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის… საინტერესოა ისიც, რომ მას კომერციულ, მომსახურებისა თუ გაყიდვების სფეროშიც გამოიყენებენ.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close