რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

რა დაუჯდა ვენეციაში, გრანდ კანალზე ორ ტურისტს სერფინგით გართობა – ქალაქის მერმა მათ „ორი იდიოტი“ უწოდა (ვიდეო)

ვენეციაში ორმა მამაკაცმა სერფინგით გართობა, არც მეტი და არც ნაკლები, დიდ არხზე (გრანდ კანალი) მოისურვა.

ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომსერფერებისვიდეო სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა და მათ ​უწოდა „ორი იდიოტი, რომლებიც ქალაქს დასცინიან“. მერმა უფასო სადილზე დაპატიჟა ის, ვინც მათ იდენტიფიცირებას შეძლებდა.

მოგვიანებით იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონდამრღვევებს  ჩამოერთვათ სერფინგის დაფები, რომელთა სრული ღირებულება დაახლოებით 25 ათასი დოლარია. ასევე, ორივე მათგანი 1500-1500 ევროთი დაჯარიმდა არხში ნავიგაციისთვის საფრთხის შექმნის გამო. შემდეგ კი ანტისაზოგადოებრივი ქცევის ბრალდებით ორივე ტურისტი ქალაქიდან გააძევეს.

ვენეციის იმიჯის შელახვისთვის ორივე მამაკაცზე სამართალწარმოება დაიწყება. ასევე, ქალაქის მერია მათ საკონსულოებს დაუკავშირდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close