ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15–21 აგვისტო

ამ კვირის დასაწყისში მოსალოდნელია ფანტაზიისა გაძლიერება და შემოქმედებითობის ზრდა, თუმცა, საკუთარ ოცნებებში ჩაძირვა შეიძლება სახიფათო იყოს: არსებობს რეალობასთან შეხების და იმ უნარის დაკარგვის შანსი, რომ ობიექტურად შეაფასოთ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. გეშინოდეთ მოტყუების, მაგრამ, ამავე დროს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოტყუების თავიდან აცილება. ასევე არ არის რეკომენდებული ინტრიგებში მონაწილეობა.

შუა კვირაში რეალობას დაუბრუნდებით. ეს შეიძლება  საკმაოდ მოულოდნელად მოხდეს. ამ დროს ნებისმიერი გაურკვევლობა, უზუსტობა და ინტრიგა გამოვლინდება და აშკარა გახდება. დამნაშავეები შეიძლება სწრაფად დაისაჯონ. ამ პერიოდის დამახასიათებელი იქნება სამართლიანობის გაძლიერებული გრძნობა. ამავდროულად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ  გულწრფელი და თანმიმდევრული თქვენს საქმეებსა და ქმედებებში.

კვირის მეორე ნახევარი უფრო დატვირთული იქნება. გააქტიურდებით, ურთიერთობები უფრო დინამიკური გახდება. ეს კვირა კარგი დროა თქვენი ხასიათის სიძლიერის საჩვენებლად.

ვერძი

ორშაბათს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით, თუმცა კი არ უნდა იოცნებოთ, უნდა იმუშაოთ. შეეცადეთ ილუზიებს არ აჰყვეთ, რადგან დიდი რისკია, რომ სურვილებს ვერ აისრულებთ. ოთხშაბათს, პირიქით, ძალიან რეალურ სამყაროში იგრძნობთ თავს. შეეცადეთ, რაც შეიძლება თვალსაჩინო იყოთ ყველასთვის თქვენი საქმიანობით თუ პირადი ურთიერთობით. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური უნარები წარმატების მისაღწევად. კვირის მეორე ნახევარი კარგია გარეგნობის შესაცვლელად, ასევე მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 16, 20

არასასიკეთო დღე: 17.

კურო

ამ კვირაში მოგიწევთ, დიდი ყურადღება მიაქციოთ სამუშაოს. შესაძლოა მოგიწიოთ გეგმების კორექტირება და შვებულების გადადება. სიფრთხილეა საჭირო როგორც საუბრისას, ისე ნებისმიერი ქმედებისას. სამშაბათს შესაძლოა გარკვეულმა ვალდებულებებმა გაიძულებთ უჩვეულო სამუშაოს შესრულება: არ ინერვიულოთ, ყველაფერს მაღალ პროფესიულ დონეზე გააკეთებთ.  თითქმის ყველა დაბრკოლებას მინიმალური ძალისხმევით გადალახავთ. თქვენი ხელმძღვანელობა და კოლეგები დააფასებენ თქვენს შესანიშნავ იდეებსა და წინადადებებს. პარასკევს გელით მოულოდნელი მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 21.

ტყუპი

ამ კვირაში ნებისმიერი ქმედებისას გამოიჩინეთ მოთმინება და სიბრძნე, შეხედეთ სიტუაციას გარედან და დაინახავთ გზას, რომ ცხოვრებისეული მიზანი აისრულოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის, ენდეთ თქვენს ინსტინქტებს. მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოთ სიმშვიდე და საუკეთესოს რწმენა. მოამზადეთ მყარი საფუძველი მომავალი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის პირად და პროფესიულ სფეროებში. იფიქრეთ ქორწინებაზე, ოჯახის მატებაზე, ახალი ბინის ყიდვაზე.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 15.

კირჩხიბი

თუ კვირის დასაწყისში რაღაც არ გამოგივათ, არ იდარდოთ, სხვა საქმით დაკავდით და ეს პრობლემა თანდათან მოგვარდება. არ მოერიდეთ სამუშაოს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. მიზანმიმართული მოქმედებით ბევრს მიაღწევთ. სწორედ ახლა  შეძლებთ მიაღწიოთ ურთიერთგაგებას რთული ხასიათის ადამიანებთანაც კი. კვირის მეორე ნახევარში საკმარისი დრო გექნებათ საყვარელ ადამიანებთან და ნათესავებთან ერთად დასასვენებლად. შაბათ-კვირას მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ ოჯახს და ბავშვებს.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

ლომი

ეს კვირა ხელსაყრელია, რათა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და დაიწყოთ ახლის დაგეგმვა. შეიძლება სამუშაოს შეცვლა შემოგთავაზონ,  მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. ცხოვრების ოპტიმისტური აღქმა გაგიადვილებთ  წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებას. შაბათ-კვირას უარი თქვით ხანგრძლივ მოგზაურობაზე, უმჯობესია შვილებთან ან მეგობრებთან ერთად სადმე ახლო-მახლო გაისეირნოთ და დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

ქალწული

ამ კვირაში თქვენი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. ოთხშაბათს უმჯობესია გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგათ, დატოვეთ ყველაფერი თავის ადგილზე, დაივიწყეთ წყენა, ეჭვიანობა და როგორც ვარსკვლავები „გვამცნობენ“, პრობლემები მალე მოგვარდება. სასურველია, კვირის მეორე ნახევარი  დაუთმოთ დასვენებას და მოგზაურობას, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. როგორიც არ უნდა იყოს, ამ მოგზაურობას დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის, ამიტომ შეეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები და გამოიყენოთ დრო და შესაძლებლობები ეფექტურად, მაქსიმალური სარგებლით. თუ ოჯახთან ერთად მოგზაურობთ, ისიამოვნეთ თქვენი შვებულებით მაქსიმალურად!

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 21.

სასწორი

კვირის დასაწყისში დაელოდეთ სასიხარულო ამბებს, შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ახალ პერსპექტივებსა და ჰორიზონტს გაგიხსნით. ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდი გაქვთ. მეგობრები გაგახარებენ ყურადღებით და შეძლებენ კარგი რჩევების მოცემას, რომლებიც ახალ გზაზე დაგაყენებთ, სწორი მიმართულებით. პირად ცხოვრებაში, როგორც ჩანს, საკუთარ თავს ახალ მიზანს უსახავთ. შედეგი შეიძლება ისეთი აღმოჩნდეს, რასაც არც კი ელოდით. შაბათს დაისვენეთ ყოველგვარი საზრუნავისგან ბუნებაში, ქალაქგარეთ ან მყუდრო გარემოში.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

მორიელი

ამ კვირაში შესაძლო სირთულეები თქვენთვის გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდება. თქვენი აქტივობის ზრდა გაზრდის თქვენს ავტორიტეტს კოლეგებს შორის, ხელმძღვანელობა კმაყოფილი იქნება თქვენით. კვირის ბოლოს დაგეგმილია მხიარული შეხვედრა, რომელიც სიამაყეს შეგძენთ და სულს სიხარულითა და იმედით აგავსებთ. ვარსკვლავების გავლენის გამო თქვენი ურთიერთობებიც პირად ფრონტზე განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ კვირაში ბავშვებს მეტი თავისუფლება მიეცით.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

მშვილდოსანი

ამ კვირაში პასუხისმგებლობის ტვირთისგან თავის დაღწევის სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ნუ ჩქარობთ საქმის დასრულებას, რაც, თქვენი აზრით, ძალიან ახლოს არის ფინალთან, შესაძლოა გამოვლინდეს ახალი გარემოებები, რომლებიც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას. ოთხშაბათს ელოდეთ მოგებას და წარმატებას. კვირის მეორე ნახევრიდან შესაძლოა ახალი პერიოდი დაიწყოს თქვენს სამუშაო აქტივობაში, მაგრამ ამას დიდი ძალა დასჭირდება, ამიტომ მოგიწევთ დასვენებაზე არ იფიქროთ. ისარგებლეთ ხელსაყრელი დროით პროფესიული და სულიერი ზრდის მისაღწევად და  შეუძლებელს შეძლებთ!

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

თხის რქა

ხელსაყრელი კვირაა მნიშვნელოვანი პროექტის დროულად დასასრულებლად ან მის დასამტკიცებლად, თუ მას კომპეტენტური უწყებები განიხილავენ. ვარსკვლავების გავლენა დაგეხმარებათ ბრწყინვალე იდეების წამოყენებაში და თქვენი თანდაყოლილი ლოგიკა, შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ წარმატებით განახორციელოთ ისინი. გამოიყენეთ ეს კვირა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

მერწყული

ამ კვირაში ბევრი ცხოვრებისეული საკითხი მშვიდად, დაძაბულობის გარეშე მოგვარდება. თქვენ ირგვლივ ატმოსფერო ჰარმონიული ხდება. ოთხშაბათს შეგიძლიათ გააკეთოთ რაიმე ექსტრავაგანტული, თუმცა საჭიროა ყურადღებით შეამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. შაბათი ხელსაყრელია ნებისმიერი შემოქმედებითი წამოწყებისთვის,  – თუნდაც ღვეზელი გამოაცხვეთ ახალი რეცეპტის მიხედვით.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

თევზები

ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში? განდევნეთ ასეთი ეჭვები თქვენი თავიდან. საკმარისი ძალა და ცოდნა გაქვთ მიზნების მისაღწევად. დაუბრუნდით დაუმთავრებელ საქმეს და შეეცადეთ აღმოფხვრათ დროში წარმოშობილი უზუსტობები. ხუთშაბათს ფრთხილად იყავით, არავინ მოგატყუოთ. შაბათ-კვირას დაისვენეთ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close