ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც ყველაზე ხშირად ხვდებიან ხელმძღვანელ თანამდებობაზე
ზოგიერთი ადამიანი ლიდერად იბადება, სხვები კი მთელი ცხოვრება დამხმარეები არიან, შეგნებულად ირჩევენ ამ გზას და ასე მოსწონთ ცხოვრება, რადგან ნაკლებ გაბედულები და რისკიანები არიან და პასუხისმგებლობის ეშინიათ. ზოგს მკაფიო მიზნები და მისწრაფებები აქვს ცხოვრებაში, სხვები უბრალოდ თავს კომფორტულად გრძნობენ და კმაყოფილნი არიან იმით, რაც აქვთ. ლიდერობა ხშირად ასოცირდება სიტუაციებთან გამკლავების უნართან, რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან, ანალიზთან და სიმტკიცესთან პრობლემების დროს.
ბევრი თვლის, რომ ყველა ეს თვისება შეიძლება ასტროლოგიით განისაზღვროს. აი, ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც საუკეთესო ხელმძღვანელებად ითვლებიან:
ვერძი ლიდერად იბადება. ის კარგად ერკვევა ადამიანებში და ყურადღებით სწავლობს თანამშრომლებს. მას ადვილად შეუძლია წარმართოს ისინი ყველაზე პროდუქტიული მიმართულებით, თითოეულის ძლიერი მხარეების გათვალისწინებით, რადგან ყოველთვის იცის, როგორ განავითაროს სამუშაო პროცესი და გააანალიზოს ის სხვადასხვა ასპექტით.
ვერძი არა მხოლოდ ლოგიკური და რაციონალურია გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ შეუძლია კოლეგებთან და დამსაქმებლებთან ურთიერთგაგებით ურთიერთობა, რაც ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად განტვირთავს ხოლმე სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი შეიძლება ძალიან ამბიციური და კონკურენტუნარიანი ჩანდეს, სწორედ ადამიანური მხარე ეხმარებათ მათ მიზნების მიღწევაში და ხდის მათ საუკეთესოებს იმაში, რასაც აკეთებენ.
ლომები დომინანტური ფიგურები არიან, რომლებიც ვერძის მსგავსად ბუნებრივ ლიდერებად ითვლებიან. თავდაჯერებულობითა და მონდომებით ცნობილი ლომი არ არის ის ტიპაჟი, რომელსაც შეუძლია სამსახურში კომპრომისზე წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ლომები, ცოტა არ იყოს, ეგოისტებიც არიან, მათთან მუშაობა შეიძლება ძალიან სახალისო და საინტერესო იყოს და მათ ხიბლს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ლომები შეიძლება საუკეთესო მსმენელები არ არიან, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანის ემოციებს და საკმაოდ დელიკატურად იქცევიან. ისინი ხშირად მზად არიან, სხვებს დაეხმარონ, აქვთ უნარი, დროულად თქვან საჭირო სიტყვები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში ან რთული ამოცანების შესრულებისას (და რასაც ბევრი ელის საოცნებო ხელმძღვანელისგან).
ლიდერი მერწყული ყველაზე კრეატიული და მოქნილია ყველა ხელმძღვანელს შორის. ისინი არა მხოლოდ მიესალმებიან თავიანთი თანამშრომლების შემოქმედებით იდეებს, არამედ ეხმარებიან მათ მიზნების მიღწევაში. მერწყულის მახვილგონივრული და მოქნილი აზროვნების წყალობით, ყველაფერი, რასაც მასთან ერთად გუნდურად აკეთებთ, სახალისო და შთამაგონებელი იქნება.
მერწყულები დამოუკიდებლობას აფასებენ და არა მხოლოდ საკუთარს, არამედ სხვებისასაც. ასე რომ, იმ თავისუფლებას, რომელსაც ისინი თავიანთ თანამშრომლებს აძლევენ, შეუძლია ნებისმიერი მათგანი პროდუქტიული გახადოს. ასეთ დამოკიდებულებაზე ხელმძღვანელის მხრიდან ბევრი თანამშრომელი ოცნებობს.
თამთა გურული
კომენტარები