კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8-14 აგვისტო
ამ კვირის პირველ ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, თქვენს გარეგნობაზე გაამახვილოთ ყურადღება. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ თქვენი სტილი შეცვალოთ ან იმ იერსახეს დაუბრუნდეთ, რომელიც ადრე მოგწონდათ. შეგიძლიათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან განიხილოთ თქვენი ახალი იმიჯი და საყურადღებო რჩევებიც მიიღოთ. ახალი, უფრო მიმზიდველი გარეგნობა უკეთ გადმოსცემს თქვენს შინაგან სამყაროს. კვირის პირველ ნახევარში ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ და და განაახლოთ შეწყვეტილი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც წარსულში იცნობდით და შემდეგ დაშორდით.
კვირის მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდებით და თქვენი ენთუზიაზმი მოიმატებს. კარგი დროა თამამი წამოწყებისთვის, საქმეებისთვის, რომლებიც ენერგიას მოითხოვს. პირად ცხოვრებაში სიტუაცია შეიძლება უფრო დამაბნეველი გახდეს და გაუგებრობებიც არ არის გამორიცხული. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ, ნუ მისცემთ ეჭვიანობის მიზეზს. შაბათ-კვირა ახალი ნაცნობობისთვის მთლად შესაფერისი არ არის.
ამ კვირაში პოზიტიურ ცვლილებებს დაელოდეთ. ენერგიის მოზღვავება კვირის დასაწყისში იმაზე მიანიშნებს, რომ ბევრი რამ გამოგივათ, თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ. ხუთშაბათი საკმაოდ ბუნდოვანი დღე იქნება, სავარაუდოა ინტრიგები, შეიძლება გავრცელდეს ჭორები. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ. აი, პარასკევი კი კარგია ნებისმიერი საქმის დასაწყებად, იქნება ის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო. პროფესიულ სფეროში ნებისმიერ რთულ სიტუაციას გააკონტროლებთ, შეძლებთ სწორად მართვას და პრობლემების მარტივად მოგვარებას. შაბათ-კვირას პაემანი დანიშნეთ ან მცირეხნიან მოგზაურობაში მაინც წადით.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
კურო
ამ კვირაში გაუზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კოლეგებს, დაფარეთ ვალები და დაასრულეთ პროექტები. ყველა საკითხთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით, კონცენტრირდით მთავარზე და ნუ დახარჯავთ ენერგიას უმნიშვნელო პრობლემების გადასაჭრელად. ყველა კავშირის სრულყოფილად გამოყენებას შეძლებთ, მაგრამ სიძნელეების დასაძლევად სიმტკიცეა საჭირო. ახლა არ უნდა ეკამათოთ ხელმძღვანელობას, მოითმინეთ, ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. თქვენი ძალისხმევა სამსახურში დიდ მოგებას მოიტანს და ინიციატივა შეუმჩნეველი არ დარჩება. შაბათ-კვირას შანსი გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 8.
ტყუპი
ამ კვირაში სასურველია სამუშაო რაც შეიძლება შეამციროთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას: გადით ქალაქგარეთ, გაისეირნეთ პარკში აუზის პირას ან ზღვის სანაპიროზე და შეძლებთ, შეიგრძნოთ შინაგანი ჰარმონია. ვარსკვლავების გავლენა დაგეხმარებათ იპოვოთ სიმშვიდე, რომელსაც ეძებდით. კარგი დროა საინტერესო ლიტერატურის წასაკითხად. უფრო მეტიც, გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. საყვარელი ადამიანი გაგახარებთ, საჭიროების შემთხვევაში მეგობრები დაგეხმარებიან.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 12.
ინიციატივა და სიმშვიდე – ეს ის თვისებებია, რომლებიც გჭირდებათ, რათა სიტუაციის მართვა შეძლოთ. სამშაბათს მიზანშეწონილია არ ეძებოთ ხარვეზები, არამედ იმოქმედოთ კანონიერად. ამ კვირაში უნდა იყოთ თავდაჯერებული და მშვიდი, მაშინაც კი, თუ გარშემო ქარიშხალი მძვინვარებს. ეს არის გზა წარმატებისკენ. ამ კვირაში განსაკუთრებით მგრძნობიარე და ყურადღებიანი იქნებით გარშემო მყოფების მოთხოვნილებების მიმართ. შაბათ-კვირას ახლობლები შესაძლოა თქვენგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ელიან, ნუ გაუცრუებთ იმედებს.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
ეს კვირა მნიშვნელოვანი პერიოდია საკუთარი თავის გამოსავლენად პროფესიულ ასპარეზზე, ამიტომ კონცენტრირდით სამუშაოზე, მაგრამ არ დახარჯოთ ენერგია წვრილმანებზე. დაისახეთ დიდი მიზნები, მოერიდეთ კონფლიქტებს და თქვენი შემოქმედებითი მიღწევები დაფასდება, რასაც ვარსკვლავების პოზიცია მოწმობს. გარდა ამისა, შეძლებთ დაეხმაროთ რთული პრობლემების გადაჭრაში მათ, ვისაც ეს სჭირდება და სრულად გამოავლინოთ გონივრული, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც თქვენი ძლიერი მხარეა. კვირას მიიწვიეთ პარტნიორები ქალაქგარეთ დასასვენებლად.
სასიკეთო დღეები: 8, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
შეეცადეთ მოიკრიბოთ გამბედაობა და ყველა მოსაწყენი საქმე ერთდროულად დაასრულოთ. და მშვიდად გადით შვებულებაში ან წადით თუნდაც აგარაკზე. ეს კარგი დროა თქვენი საყვარელი ადამიანების, მეგობრებისა თუ კოლეგებისადმი ყურადღებისა და ზრუნვის, დახმარებისა და ნდობის გამოსახატად, ძველი ვალების დასაბრუნებლად. ოჯახში არსებული მცირე პრობლემები გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. პარასკევს მოერიდეთ ხმაურიან კომპანიებს, უმჯობესია უარი თქვათ წვეულებაზე წასვლაზე. შაბათს ნებისმიერ რთულ ამოცანას მარტივად გაართმევთ თავს, თუ წვრილმანებმა ყურადღება არ გაგიფანტათ.
სასიკეთო დღეები: 9, 10.
არასასიკეთო დღე: 14.
ეს კვირა შესანიშნავი დროა კარგი დასვენებისთვის. თუ შესაძლებელია, დროა ახლავე დაიწყოთ თქვენი შვებულება. მოგზაურობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს და ახალ ნაცნობობას მოგიტანთ. სასწორის ზოდიაქოს ნიშნის იმ წარმომადგენლებს, რომელთა არდადეგები ჯერ არ დაწყებულა, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოუწევთ. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება მათთვის და დაეხმარებათ კარიერულ წინსვლაში, ნამდვილად ღირს შემოქმედებითი ინიციატივის გამოჩენა. პირად ფრონტზე მოსალოდნელია სიურპრიზები საყვარელი ადამიანისგან.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
მორიელი
ამ კვირაში შესაძლოა საყოველთაო ყურადღების ობიექტი გახდეთ. სიამოვნებით მოგისმენენ, თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება და ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი არსებული სიტუაციიდან. სამსახურში ძალიან მომგებიან კონტრაქტს გააფორმებთ. საერთოდ, საუკეთესო დროა ნებისმიერი წამოწყებისთვის პროფესიულ ფრონტზე. პირადი საკითხების გადაწყვეტისას იყავით გაწონასწორებული, ნებისმიერ ფასად მოერიდეთ კამათს და კონფლიქტს. არ ჩაერთოთ კამათში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია.
სასიკეთო დღეები: 8, 10.
არასასიკეთო დღე: 13.
მშვილდოსანი
ბოლოს და ბოლოს, ბევრი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ, წარმატებით მოგვარდება. ორშაბათი კარგია იმ საქმეებისთვის, რომლებიც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არ არის გამორიცხული მომგებიანი შემოთავაზებები. ასევე ძალიან სავარაუდოა, რომ უფროსმა კოლეგებმა შეაქონ თქვენი მუშაობის ხარისხი და ინოვაციური წინადადებები, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს კარიერაზე. შაბათ-კვირა რომანტიკულ გარემოში უნდა გაატაროთ, სასურველია ქალაქგარეთ.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ – ეს კვირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი მწვერვალი დაიპყროთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის და სხვების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. ახლა სამეცნიერო კვლევები და სამედიცინო ექსპერიმენტები კარგად ვითარდება. ნუ აჰყვებით ტყუილს და პროვოკაციებს, შეიძლება მოულოდნელი პრობლემები წარმოიშვას სამსახურში. ხუთშაბათს დაგეგმეთ კონსტრუქციული საუბარი ხელმძღვანელობასთან, მოუყევით მას თქვენი იდეების შესახებ. შაბათ-კვირა ძალიან დატვირთული იქნება, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 8.
დროა გადაწყვიტოთ, თქვენი საქმიანი კონტაქტებიდან რომელია პერსპექტიული და რომელი არა. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოსაძებნად. იყავით მიზანდასახული, შემდეგ იღბალი გაგიღიმებთ და შეძლებთ თქვენი ძველი იდეების რეალიზებას. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს თქვენს პიროვნულ განვითარებას, სასარგებლოა: განათლება, მოგზაურობა, საჯარო გამოსვლა. შაბათი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებას დაუთმეთ, კვირა კი კარგი დღეა მოგზაურობისთვის.
სასიკეთო დღეები: 8, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში უნდა დაამტკიცოთ, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეგიძლიათ. ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ და ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წვრილმანის გამო იმედის მომცემი კავშირების შეწყვეტის დიდი რისკია. შეეცადეთ არ შეხვიდეთ კონფლიქტებში, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ მათთან ხანგრძლივი ჩხუბი გექნებათ. წარსულში განხორციელებული ინვესტიციების გამო ბევრი თქვენგანი მოულოდნელ ფინანსურ სარგებელს უნდა ელოდოს.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 14.
თამთა გურული
კომენტარები