ფსიქოლოგიარჩევები

ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერები

დიახ, ბედნიერება მიზანმიმართული არჩევანია…

ხშირად ადამიანები ბედნიერებას მუდმივ მდგომარეობად არ თვლიან, უფრო მეტად ემოციად მიიჩნევენ, რომელიც გარე ფაქტორებისა და ცხოვრებისეული გარემოებების მიხედვით ან ჩნდება, ან ქრება… თუმცა სინამდვილეში ბედნიერება მიზანმიმართული არჩევანია.

არ აქვს მნიშვნელობა თქვენი სტრესის დონეს სამსახურში, დედლაინებსა თუ დაძაბულობებს ურთიერთობებში, ბედნიერების არჩევა მაინც შეგიძლიათ. აი, რას გვეუბნება მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ და გავხდეთ უფრო ბედნიერები.

ბედნიერება არის აზროვნება, რომლის განვითარებაც შეგიძლიათ

კულტურაში, რომელიც წარმოებასა და მოხმარებას განადიდებს, ბედნიერებისკენ სწრაფვა იმ პოზიტიური გრძნობების დევნას ჰგავს, რომელიც არასდროს გრძელდება. გეუბნებიან, რომ ამბიციური მიზნები დაისახოთ, მეტი გამოიმუშაოთ, მატერიალური კომფორტი მიიღოთ და თქვენი მიღწევების წარმატებითაც ისიამოვნოთ, თუმცა ავთენტიკური და გრძელვადიანი ბედნიერება წარმავალი გარემოებებით არ მიიღწევა. ამიტომ დროა განსაზღვროთ, სინამდვილეში, რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება.

ავტორი ჯენ ლიმი ჰედონური შეხედულების ნაცვლად, რომელიც ბედნიერებას კომფორტის ან სიამოვნების განცდასთან აკავშირებს, მას თვითრეალიზაციის აზროვნებად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს უფრო მდგრადიცაა, რადგან ყველას შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ გამოიყურება მათთვის თვითრეალიზაცია.

ბედნიერების საკუთარი განმარტების შექმნა კი იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ გარე ფაქტორები თქვენს კეთილდღეობას თუ კმაყოფილების დონეს ვერც გაზრდის და ვერც შეამცირებს. ლიმი ამას მიზნის ცოდნასაც უწოდებს – იყო ერთგული იმისა, თუ ვინ ხარ და სად არის შენი ღირებულებები თუ პრიორიტეტები. ხოლო, როცა მიზანი დაცულია, სირთულეები თქვენს ბედნიერებას ვერაფერს ავნებს.

ამ ყველაფრიდან კი ის დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ თქვენ ბედნიერების შინაგანი აზროვნების განვითარებაზე ხართ პასუხისმგებელნი, თანაც ამის გაკეთება ყოველდღიურადაა შესაძლებელი.

ბედნიერების მეცნიერება სამსახურში

კვლევამ აჩვენა, რომ შინაგანი მოტივაციის მაღალი დონის მქონე თანამშრომლები თავიანთი პოზიციებით უფრო კმაყოფილები იყვნენ, შედეგად კი იღებდნენ:

  • უფრო ძლიერ კომუნიკაციის უნარს
  • გაზრდილ ჩართულობას
  • კლიენტებთან უფრო პოზიტიურ ურთიერთობას
  • მეტ ენერგიას, ვნებასა და ენთუზიაზმს
  • პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაზრდას
  • უფრო დიდ ორგანიზაციულ ვალდებულებას

გამოდის, შინაგანი ბედნიერების აზროვნების პრაქტიკის სწავლა სარგებელს მოუტანს როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. ხოლო, როცა კმაყოფილება გარე ფაქტორებსა თუ მოტივაციაზე აღარ არის დამოკიდებული, თავისუფლად შეგიძლიათ დატკბეთ იმ სამუშაოთი, რომელსაც აკეთებთ.

როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერები სამსახურსა და ცხოვრებაში?

მოდით, ახლა განვსაზღვროთ, როგორ გავხდეთ ბედნიერები როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ამაში დიდ დახმარებას შემდეგი სტრატეგიები გაგიწევთ:

არ მიეჯაჭვოთ მნიშვნელობას

აქ ნაკლებად დამღლელ, თუმცა საკამათო მიდგომაზე ნიჰილიზმზე საუბრობენ, რაც იმ მოსაზრებას ადასტურებს, რომ ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს. აქ თქვენ ნარატივს ქმნით, რომელსაც ან წინ მიჰყავხართ ან ერთ ადგილზე გაჩერებთ.

ხოლო თუ მნიშვნელობის გაზვიადებულ წნეხს გაათავისუფლებთ და ცხოვრებას რეალური მოლოდინებით განვითარების საშუალებას მისცემთ, უფრო მეტადაც დაუკავშირდებით აწმყოს. ამას კი შემდეგი საკითხების გათვალისწინებით მოახერხებთ:

  • დრო დაუთმეთ უფრო აზრიან აქტივობებს – იქნება ეს მედიტაცია, ბუნებაში გასეირნება, სუნთქვის ვარჯიშები თუ ღრმა საუბრები.
  • მიიღეთ საკუთარი მცირე წვლილი არსებობის უფრო დიდ ლანდშაფტში – მართალია, თქვენი ყოფნა ამ სამყაროში მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ სამყაროს ცენტრი არ ხართ, დიდ თავისუფლებას მოგიტანთ.
  • შეიტყვეთ მნიშვნელობასა და ღირებულებას შორის არსებული განსხვავების შესახებ – მნიშვნელობის იდეა სიმბოლური კონსტრუქციაა, ღირებულება კი უფრო პრაქტიკული ცოდნაა და ნამდვილი ბედნიერებისთვის არის მნიშვნელოვანი…

ხელახლა დაფიქრდით თქვენს ურთიერთობაზე მიზნებთან

ხშირად ისეთ მიზნებს ვისახავთ, რომელთა მიღწევაც რეალურად შეუძლებელია, შემდეგ კი თავს დამარცხებულადაც ვგრძნობთ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მიზანი თავისთავად არ არის პრობლემა და ეს უფრო თქვენი ურთიერთობაა ამ მიზანთან. თუმცა კურსის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ, მიზნების მიღწევაში კი ეს გზები დაგეხმარებათ:

  • დაყავით თქვენი მიზნები მიკროჩვევების სერიებად.
  • იფიქრეთ იმ სიტყვებზე, რომლებსაც მიზნების აღსაწერად იყენებთ.
  • მკაფიოდ განსაზღვრეთ თითოეული მიზნის უკან არსებული რატომ?“.
  • დააჯილდოეთ საკუთარი თავი, მაგრამ არ დაეყრდნოთ ამას ბედნიერებისთვის.

გახდით გონებრივად და ემოციურად უფრო გამძლე

ოპტიმიზმის საიდუმლო დადებითი ემოციების გამომუშავება არ არის და ეს გამძლეობის აშენებას ეხება. აქ კი გონებრივი და ემოციური სიმტკიცე იგულისხმება, რათა სწრაფად მოახერხოთ კრიზისიდან გამოსვლა, ისწავლოთ შეცდომებისგან, დაადგინოთ ზრდის შესაძლებლობები და ჩამოაყალიბოთ წინააღმდეგობების დაძლევის ჯანსაღი უნარები. გამძლეობა კეთილდღეობისა და ბედნიერების მთავარი კომპონენტიც კია. კონკრეტული სტრატეგიები სწორედ ამ გამძლეობის შექმნაში დაგეხმარებათ, რათა უფრო მდგრადი ბედნიერებაც მიიღოთ:

  • გჯეროდეთ საკუთარი ნიჭისა და დადებითი მხარეებისა.
  • იყავით მოქნილი და ყურადღება მიაქციეთ ცვლილებების გარდაუვალობას.
  • მოძებნეთ მიზეზები, რათა დარჩეთ იმედიანი და მადლიერი.
  • ჩამოაყალიბეთ პროაქტიული, ქმედითი პრობლემების გადაჭრის უნარები.
  • იზრუნეთ საკუთარ თავზე და ინვესტიცია ჩადეთ ჯანსაღ ურთიერთობებში.

დიახ, ბედნიერება მიზანმიმართული არჩევანია…

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close