გერმანელები სიკვდილის შემდეგ, ძირითადად, კრემაციას ირჩევენ, რაც რუსულ გაზზე უარის შემთხვევაში პრობლემური იქნება.
რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფონზე ბიზნესები, მათ შორის, კრემატორიუმები, გაზის მზარდი ხარჯებთან გასამკლავებლად საგანგებო გეგმას ავითარებენ.
გერმანიის კრემატორიუმის კონსორციუმის თავმჯდომარემ, სვენდ-იორკ სობოლევსკიმ აღნიშნა, რომ სექტორი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან კრემატორიუმების უმეტესობა გაზის გარეშე ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. „სიკვდილის ვერ გათიშავ“, – აღნიშნა მან.
გერმანიაში ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იღუპება, მათგან სამი მეოთხედის ოჯახი კრემაციას ირჩევს. სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მაღალია.
სვენდ-იორკ სობოლევსკის თქმით, კრემაციის მაღალი მაჩვენებელი ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტრადიციას უკავშირდება: ითვალისწინებდნენ რა მოსალოდნელ გადაადგილებას, მოსახლეობისთვის წინაპართა შენარჩუნებისა და მონახულებისთვის კრემაცია ოპტიმალური გზა იყო.
გრძელვადიან პერსპექტივაში, გაზიდან ელექტროენერგიაზე გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ ნოიზერის თქმით, ეს სწრაფად ვერ მოხდება.
tabula.ge
კომენტარები