მიგრაციადასაქმება

საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამარტივებული წესით მიიღებენ სამუშაო ნებართვას

გასულ პარასკევს, 29 ივლისს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში იგი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დარჩიაშვილისა და სიიარტოს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ. უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა.

„მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მხარეები დამატებით იმუშავებენ უნგრეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მიმართულებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close