fbpx
პოლიტიკასაქართველო

„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაცმოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს“ – ადვოკატი ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას განმარტავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს, – ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

როგორც იგი აღნიშნავს, სააკაშვილის დღის წესრიგში ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვანი აღარ არის.

„მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ თქვა უარი ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე. მან მითხრა, ყველა რესურსი მაქვს ამოწურული ქართულ პოლიტიკაშიო. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი, ის აღარ ხვდება პოლიტიკოსებს, ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე. მან თქვა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ის ნაბიჯიც კი გადავდგი, რომ ჩამოვედი და ციხეში ჩავჯექიო, თუმცა ამ პერიოდში გახდა ავად. ახლა მისთვის პოლიტიკა არანაირ დღის წესრიგს აღარ წარმოადგენს“, – განაცხადა გელბახიანმა.

კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა კავშირს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“? – გელბახიანი ამბობს:

„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ ჩამოშორდა, მასთან კავშირი აღარ აქვს. პარტიას თუ არ ჩამოშორდება, რანაირად იქნება პოლიტიკისგან შორს? მის ტელევიზორში ქართული არხი ჩართული აღარ არის. მას აუგი საკუთარ თანაპარტიელებზე არ უთქვამს. მან თქვა, რომ მე გავაკეთე ის, რაც შემეძლოო“, – განაცხადა გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე პირველ ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close