იტალიასაზოგადოება

იტალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – 500-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

იტალიაში ტოსკანიდან ტრიესტამდე ტყის ხანძრებს ებრძვიან. ინფორმაციას სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანის რეგიონში. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში გაჩნდა, მასაროზას ბორცვებზე, ცეცხლი გავრცელდა კამაიორეს მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიოტირებე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახლოს მდებარე სოფლებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა 800-მდე ჰექტარი ტყე. დაზარალდე ათობით სახლი.

ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყის მასივშიც. ქალაქის მერის ცნობით, შესაძლოა, მალე ქალაქი წყლისა და ენერგიის გარეშე დარჩეს. ამასთან, ძლიერი დაკვამლიანების გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდეს. არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ტრიესტთან მოსაზღვრე სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს.

მეხანძრეები აცხადებენ, რომ მიუხედავად ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავების მუდმივი გამოყენებისა, ხანძარი გავრცელდა ქალაქებში Pieve a Elici, Montigiano და Gualdo, რომელთაგან ბოლო ორიდან მოსახლეობა მთლიანად გაიყვანეს.

იტალიაში რამდენიმე დღეა, დიდი სიცხეებია, რის გამოც რამდენიმე ქალაქში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული – ესენია: ბოლონია, ბოლცანო, ბრეშია, ფლორენცია, გენუა, ლატინა, პერუჯა, რიეტი და რომი. ხვალ მათ კამპობასო, ფროზინონე, მილანი, ტურინი და ვიტერბო შეუერთდებიან. პარასკევს განგაშის წითელი დონე ასევე გავრცელდება ვერონასა და ტრიესტზე. ამაზე მეტყველებს ჯანდაცვის სამინისტროს სიცხის ტალღის ბიულეტენი.14 ქალაქის გარდა განგაშის დონის აწევას იტალიის სხვა ქალაქებში, მათ შორის, რომში, მილანსა და ფლორენციაშიც გეგმავენ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close