იტალიასაქართველოსპორტი

„კვარა – მესი“ – ამ შეძახილით დახვდნენ იტალიელები ქართველ ფეხბურთელს (ვიდეო)

ხვიჩამ „ნაპოლიში“ პირველი გოლი გაიტანა და პირველი საგოლე გადაცემაც გააკეთა

კვარა – მესი“ – ამ შეძახილით შეეგება გულშემატკივარი დიმაროში შეკრებაზე ჩასულ ქართველ ფეხბურთელს. ამის ამსახველ ვიდეომასალას იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ ავრცელებს.

ნაპოლიმ“ სეზონისთვის მზადება ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე სამთო-საკურორტო ქალაქ დიმაროში  დაიწყო, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეკრება 19 ივლისამდე დაგეგმა. ახალი სეზონისთვის ხვიჩა თანაგუნდელებთან ერთად ემზადება.

„ნაპოლის“ შეკრება იწყება – კვარაცხელიას გულშემატკივარი მესის უწოდებს

„ნაპოლის“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და დიმარო-ფოლგარიდაში გაემგზავრნენ, სადაც გუნდი 19 ივლისამდე დარჩება. ჯგუფი სასტუმრო „როსატში“ 29-კაციანი დელეგაციით მივიდა, მაგრამ პირველ დღეს შეკრებაზე მხოლოდ ჩვიდმეტი მოთამაშე იმყოფებოდა. გუნდში არიან ახალწვეულები – კვარაცხელია და ოლივეირა. ქართველმა დიდი მოწონება დაიმსახურა და გულშემატკივარმა მას მესი უწოდა. სპალეტიმაც დიდი სიყვარული მიიღო საზოგადოებისგან. დანარჩენი წევრები გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან“, – წერს „კალჩომერკატო“.

„ნაპოლი“ შეკრებაზე ორ მატჩს ჩაატარებს – 14 ივლისს გუნდი დაბალი ლიგის „ბასა ანაუნიას“ შეხვდება, ხოლო 17 ივლისი „პერუჯას“ დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შეკრებაზე თავი უკვე გამოიჩინა – 21 წლის ქართველმა ბურთიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

„ეს ყველაფერი დიმარო-ფოლგარიდში მიმდინარე ვარჯიშის ბოლოს მოხდა, რომელსაც გუნდის მრავალი გულშემატკივარი ესწრებოდა, უპირველესად – ახალწვეულის, ქართველი კვარაცხელიასადმი ინტერესის გამო. მეორე ახალწვეულმა ოლივერამ კი ტრავმების აღდგენის ინდივიდუალური ვარჯიში განაგრძო.

– ვარჯიშის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ გუნდი ორად გაყო – „ლურჯები“ „ყვითლების“ წინააღმდეგ. აქ კი ხალხმა ძალიან იმხიარულა. ახალგაზრდა კოსტანცომ პირველი გოლი გაიტანა, ლოზანომ და ფაბიან რუისმა ყვითელები 3:0 დააწინაურეს. ისევ ლოზანო, ამოხსნილი პოკერისთვის.

– „ლურჯების“ პირველი გოლი პეტანიმ პენალტით გაიტანა. შემდეგ ყველაზე ნანატრი მომენტი – კვარაცხელიას გოლი, დრიბლინგი და მეკარის დაცინვაც, როცა ანგარიში 2:4 გახდა. კიდევ ერთი „ყვითელი“ გოლიზერბინის დარტყმით გავიდა, შემდეგ 5:3 კვარაცხელიას გადაცემით ფოლორუნშომ აიღო კარი.

– საბოლოო ანგარიში ფაბიან რუისმა 6:3-ზე დააფიქსირა. ამგვარად, ყველაფერი კარგი თამაშით დამთავრდა – კვარაცხელია თავიდანვე გამორჩეული იყო, გოლისა და ღირებული პასის ავტორი“, – წერს პოპულარული იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხვიჩამ ნაპოლიში 77 ნომერი აირჩია – სწორედ ეს რიცხვი ეწერება მას „ნაპოლის“ შემადგენლობაში თამაშის დროს მაისურაზე. „ხვიჩამ მაისურის ნომერი აირჩია“ –  ინფორმაცია „ნაპოლიმ“ თავის ოფიციალურ FB-გვერდზე გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ კვარაცხელიას 7 ნომერი ბავშვობიდან უყვარს და ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში სწორედ ამ ნომრიანი მაისურით თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და ყაზანის „რუბინში“ 21 ნომრით გამოდიოდა, ხოლო ბათუმის „დინამოში“ – 20 ნომრით.

შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი იტალიურ კლუბს ივლისში შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი ხუთი წლით გააფორმა.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close