მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკა

„თავის დროზე შეგვეძლო, კავკასიაზე გაგვეყვანა მილსადენი, მაგრამ რუსეთს ვენდეთ“ – ყაზახეთი დილემის წინაშე

ყაზახეთის მცდელობას, დასავლეთისკენ გზა გაიკვალოს, რუსეთმა სასამართლოს დადგენილებით უპასუხარომლის თანახმადაც, კასპიის მილგამყვანმა კონსორციუმმა მუშაობა 30 დღით უნდა შეაჩეროსყაზახეთის პრეზიდენტი გამოსავალს ეძებს.

ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი თვით გაჩერებაც კი ყაზახეთის ბიუჯეტს 850 მილიონი დოლარის ზარალს მოუტანს.

ნოვოროსიისკის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ნავთობისა და გაზის ბაზარზე ვითარების სტაბილიზება შესთავაზა. რუსეთის მრავალმა მედიასაშუალებამ ეს გაიგო, როგორც წინადადება, ყაზახურმა ნავთობმა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ნავთობი ჩაანაცვლოს.

ნოვოროსიისკის სასამართლომ ოფიციალურ მიზეზად სულ სხვა რამ, დოკუმენტებში არსებული დარღვევები დაასახელა.

არანაირი პრობლემები იქ არ ყოფილაგაჩერება მოითხოვეს, ვითომ შესაძლო ავარიისთვის ცუდად ხართ მომზადებულიო. წარმოგიდგენიათ, რამდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი? თან მტრულიც. თავის დროზე შეგვეძლო, კავკასიაზე გაგვეყვანა მილსადენი, შეგვეძლო სხვა მიმართულებით გაგვეყვანა, მაგრამ რუსეთს ვენდეთ და მთელი ჩვენი ძირითადი გაყვანილობები რუსეთის გავლითაა, – ამბობს ალმას ჩუკინი, ეკონომისტი ყაზახეთიდან.

1500-კილომეტრიანი მილსადენი ყაზახეთიდან იწყება და ნოვოროსიისკის საზღვაო ტერმინალში მთავრდება. მისი მეშვეობით გადის როგორც ყაზახეთის ასევე, რუსეთის ნავთობი, ყოველდღიურად 51,2 მილიონი ბარელი, რაც მსოფლიო ნავთობის მოცულობის 1%-ია. კომპანიის აქციების 31% რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, 20,75% – ყაზახეთს. დანარჩენი აქციონერები არიან უცხოური კომპანიები, მაგალითად, ამერიკული Chevron-ი და Mobil-ი და იტალიური Eni.

მაგბატ სპანოვი, ეკონომისტი ალმათიდან ამბობს, რომ ნოვოროსიისკის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთს ორი მიზეზით აძლევს ხელს.

„ერთი მხრივ, ამით ყაზახეთს ამოსდებს ლაგამსრადგან ყაზახეთის განცხადებები ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან დამოუკიდებელია. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანიის მფლობელები ამერიკული კომპანიებიც არიან. ანუ მხოლოდ ყაზახეთს კი არა, ამ ამერიკულ კომპანიებსაც ურტყამს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ტერმინალის მუშაობას აფერხებს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთმა ტერმინალის შეჩერება ორჯერ მოითხოვა. ერთხელ იმის გამო, რომ ის „შტორმის შედეგად იყო დაზიანებული“, მეორედ კი ირწმუნებოდა, ზღვაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაყრილი 50 ნაღმი ვიპოვეთო.

გააგრძელეთ კითხვა აქ: radiotavisufleba.ge

p. s. nostal.ge-სგან: ოფიციალური წყაროების თანახმად,  ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა 4 ივლისს შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარში (რომლის დროსაც ტოყაევმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყაზახეთი ევროკავშირს ენერგომატარებლების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება) ევროკავშირს „თანამშრომლობისკენ მოუწოდა ალტერნატიული ტრანსკონტინენტური დერეფნების განვითარებისათვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის ჩათვლით“. კერძოდ, საუბარია ყაზახური ნავთობის ექსპორტზე რუსეთის გვერდის ავლით, კასპიის ზღვის ფსკერით – აზერბაიჯანში, საიდანაც იწყება ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიჰანამდე. ეს იქნებოდა რეალური ალტერნატივა სულ უფრო ნაკლებსაიმედო კასპიის მილსადენი კონსორციუმისა, თუმცა ამისათვის ჯერ კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენი უნდა აშენდეს. ყაზახეთისთვის, ფაქტობრივად, უკვე ხელმისაწვდომია ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, თუმცა ყაზახური ნავთობის მიწოდების მოცულობები ამ მილსადენით ჯერჯერობით მინიმალურია. ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი ლეილა ალიევა „დოიჩე ველესთან“ საუბარში ამბობს, რომ დამატებითი ვარიანტები აქაც შეიძლება გამოინახოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close