მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კვიპროსში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება

კვიპროსში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნიდან ერთი თვის შემდეგ მისი ტარება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კვლავ სავალდებულო იქნება, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება შიდა სივრცეში და ეს შეზღუდვა პარასკევს, 8 ივლისს ამოქმედდება.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის დაბრუნებას ჯანდაცვის ექსპერტებმა გაუწიეს რეკომენდაცია, რადგან შეინიშნება ინფექციის ზრდა იმ ადამიანებში, რომლებიც არ იცავენ სათანადო ზომებს.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვა პირველ ივნისს მოხსნა.

როგორც მედია წერს, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკის ნაცვლად ყოველკვირეული მონაცემები ცხადდება. პირველი ივლისის მონაცემებით, ერთ კვირაში ქვეყანაში 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close