მარსის და მერკურის მდებარეობა 8 ივლისის ჩათვლით ჰარმონიულ თანხვედრას ქმნის და ბევრ შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, – ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი „ასტროზონაში“ წერს.
„ხვალ, 5 ივლისს, მარსი კუროს ზოდიაქოში გადადის, სადაც 22 აგვისტომდე იმოძრავებს. ასევე, მერკურიც იცვლის ნიშანს და 19 ივლისის ჩათვლით კირჩხიბის სტუმარი იქნება.
ერთმანეთთან მეგობრულ ნიშნებში მყოფი ეს ორი პლანეტა ურთიერთჰარმონიულ ასპექტში მოდიან და 8 ივლისის ჩათვლით ბევრ შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემენ.
მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენი გონი და ინტელექტი (მერკური) ჩვენს ნებასა და ქმედებებთან (მარსი) თანხვედრაშია. ასეთი ჰარმონიის წყალობით ძალიან ბევრი საქმის სწრაფი და გონივრული გადაჭრის უნარი მოგვემატება.
ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ დღეებს საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ახალი წამოწყებისთვის, კონტაქტებისათვის და ნებისმიერი დოკუმენტების ხელისმოსაწერად/ გასაფორმებლად გამოვიყენებთ. აგრეთვე, ვინმესთან შუამავლობისთვის.
მშვენიერი დროა პირადი, პირდაპირი საუბრისათვის, როდესაც გადამჭრელი სიტყვა გვინდა ვუთხრათ თანამოსაუბრეს.
კამათიც შეიძლება, ოღონდ არგუმენტირებულად. ვარჯიშების დაწყებას ან ფიზიკური დატვირთვის გაზრდას თუ გეგმავთ, შეგიძლიათ სწორედ ხვალიდან შეუდგეთ. მე და ჩემი ვარსკვლავები წარმატებებს გისურვებთ“, – წერს ხათუნა ნოელი.
კომენტარები