მსოფლიოსაზოგადოება

აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკაში აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია. მოსამართლეებმა ახალი გადაწყვეტილებით გააუქმეს 49 წლის წინ „რო უეიდის“ წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით, ფეხმძიმობის დადგომიდან 15 კვირის შემდეგ აბორტი იკრძალება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება სწორი არ იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სამუელ ალიტო ამბობს, რომ „დროა ყურადღება გამახვილდეს კონსტიტუციაზე და აბორტის საკითხი ხალხის მიერ არჩეულმა შტატის წარმომადგენლებმა გადაწყვიტონ“. ის აქვე ამბობს, რომ თითქმით ნახევარი საუკუნის წინათ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებას ეწინააღმდეგებოდა.

მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პროტესტი. ასობით ადამიანი ვაშინგტონში, უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ „უკან დაბრუნებას არ აპირებენ“ და ქალების უფლებებს დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს კონსერვატიული უმრავლესობა მზად იყო შეეცვალა აბორტის შესახებ 49 წლის წინათ მიღებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ამერიკაში პროტესტი დაიწყო. მაშინ სასამართლოს წარმომადგენლებმა დოკუმენტის ნამდვილობა არ დაადასტურეს.

ანალიტიკოსთა ნაწილი შიშობს, რომ კონსერვატიული სასამართლოს შემდეგი სამიზნე შეიძლება ამერიკის ისტორიაში ასევე ე.წ. „ფესვგაუდგმელი“ უფლებები აღმოჩნდეს, მათ შორის, კონტრაცეფციისა და ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების შესახებ.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close