ქართველები უცხოეთში

„ყველა მასზე იყო შეყვარებული, ახლა უცხოეთში თავშესაფარშია და სამშობლოში დაბრუნებას იხვეწება” – ერთ დროს ძალიან ცნობილი გოგოს სევდიანი ამბავი

ინგა ფერაძე – 70-80-იანი წლების ცნობილი მომღერალი უნიკალური ხმით ორ ათეულ წელზე მეტია, ბელგიაში ცხოვრობს. ახლა კი თავშესაფარშია – უცხო მიწაზე, უცხო გარემოში და ამას განიცდის ყველაზე მტკივნეულად. საქართველოში მეგობრებთან დარეკვა მოასწრო – ითხოვა, სამშობლოში ჩამოეყვანათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. ინგა ფერაძის უახლოესი მეგობარი, მუსიკოსი რომა რცხილაძე  „სარკეს“ უამბობს:

– ინგა ჩემი ბავშვობის მეგობარია. როგორც ვიცი, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ავიწყდება ყველაფერი, მერე ახსენდება… კოლორიტი ადამიანია დიდი ისტორიით და მიღწევებით. ბევრ მამაკაცს არ აქვს ისეთი ვაჟკაცური თვისებები, როგორიც მას. მან შემოიტანა ბაიათი თანამედროვე სცენაზე. არაჩვეულებრივად მღერის ასევე ჯაზს და თანამედროვე მუსიკაშიც შესანიშნავად ერკვევა.

15 წლისაც არ ვიყავი, ინგა რომ გავიცანი. მერე ძალიან ცუდი რამ შეემთხვა. კაფეში იყო მეგობარ გოგოსთან ერთად, რომელიც ასევე ცნობილი პიროვნებაა. პასუხი გასცა მამაკაცს ცუდ გამოხდომაზე. 8 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 4 წელში გამოვიდა და გამოსვლისთანავე, ერთ წელიწადში წავიდა გემით მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ. წარმოიდგინეთ, რამხელა ავტორიტეტი ჰქონდა, ყველაფრის მიუხედავად, რომ გაგანია სსრკ-ის დროს გემით იარა იაპონია-ამერიკამდე.

საოცრად ლამაზი გოგო იყო – მაღალი, შავგვრემანი, თვალშისაცემი დიდი თვალები, საუცხოო შარმი… ყველასგან გამოარჩევდი და ხმაც ხომ საოცრად გამორჩეული, ხავერდოვანი… როგორც კი ხმას გაიგონებდი, იმწუთშივე მიხვდებოდი, რომ მღეროდა.

ყველა მასზე იყო შეყვარებული, მაგრამ არც პირად ცხოვრებაში გაუმართლა. ახლა კი თავშესაფარშია და, როგორც ვიცი, ძალიან წუხს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ძალიან კარგ პირობებშია. ჩვენი მეგობარია ამერიკაში და ის იგებს მის მდგომარეობას, თორემ მის შვილთან ურთიერთობა მე არ მაქვს“.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close