კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 ივნისი – 3 ივლისი
ეს კვირა საკმაოდ კარგი იქნება, ბევრ პროექტს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა ახალი ბრწყინვალე იდეები დაიბადოს, თუმცა თუ იჩქარებთ ან ზედმეტად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ბევრ უსაფუძვლო დაპირებას გასცემთ, მაშინ ამ პერიოდის ყველა პოზიტივი გაქარწყლდება. აუცილებელია იმოქმედოთ რაც შეიძლება თანმიმდევრულად და გონივრულად. იყავით კონკრეტული ურთიერთობებში, ნუ იტყვით უარს თქვენს ვალდებულებებზე, მაშინ შეძლებთ ღირსეული ჯილდოს მიღებას. პირად ურთიერთობებში განამტკიცეთ ნდობა, გამონახეთ დრო რომანტიკული პაემნისთვის ან სასიამოვნო სადილისთვის საყვარელ ადამიანთან ერთად. კვირის მეორე ნახევარში ვულგარულობას და ზედმეტ ფამილიარობას ერიდეთ. კვირის ბოლოს კარგად დაისვენეთ, რომ ახალი ენერგიით აივსოთ.
ძალა და გამბედაობა მოიკრიბეთ, რადგან საკმაოდ დატვირთული კვირა გელით. თითქმის ყველა მწვერვალი ბრძოლით უნდა დაიპყროთ. ძალიან მნიშვნელოვანია აპათიის დაძლევა, შედეგი კი არ დააყოვნებს. მტკიცედ უნდა იმოქმედოთ, ენერგიულად და ოპტიმიზმით – არ გაქვთ წუხილის საფუძველი, რადგან ყველა ახალი სიტუაცია, ზოგადად, პოზიტიური იქნება და მოტივაციით აგავსებთ, რომ თქვენი ცხოვრება გააუმჯობესოთ. გამოიჩინეთ შემოქმედებითი მიდგომა, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი უნარები პრაქტიკაში, მაშინ შეძლებთ დაასრულოთ დაწყებული საქმე, რომელიც ტვირთად გაწევთ და დიდი ხნის ნანატრი შვება იგრძნოთ.
სასიკეთო დღეები: 28, 2.
არასასიკეთო დღე: 27.
კურო
ამ კვირაში შეეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი თავი, მღელვარების გამოვლინებები ახლა სრულიად შეუსაბამოა, ისევე როგორც უკმაყოფილება და ამბიცია. უმჯობესია გარკვეული დრო მშვიდად გაატაროთ, ზედმეტი ემოციების და შფოთვის გარეშე. თქვენი შრომის ნაყოფს ცოტა მოგვიანებით მოიმკით. თქვენი გამჭრიახობა და ინტუიცია უმაღლეს დონეზე იქნება, რაც შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. გარკვეული ძალისხმევის შემდეგ შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას ან მომგებიან გარიგებას დადებთ ხელშესახები სარგებლით. ზარალის თავიდან ასაცილებლად არ აიღოთ სესხი და არ გაასესხოთ დიდი თანხა. კვირის ბოლოს შეეცადეთ ქალაქგარეთ გახვიდეთ განტვირთვისა და დასვენებისთვის.
სასიკეთო დღეები: 27, 3.
არასასიკეთო დღე: 29.
ტყუპი
ახლა დროა დიდი ყურადღება მიაქციოთ შემოქმედებით სფეროს, დადებითი შედეგები და მაღალი შემოსავალი თითქმის მაშინვე გამოჩნდება. უკვე ორშაბათიდან სხვადასხვა საქმის, შეხვედრების, პაემანების ქარიშხალში ჩაებმებით. ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და შეეცადეთ არ გადაიღალოთ, მეტი უნდა დაისვენოთ, გაირუჯოთ, ისეირნოთ ტყეში, იაროთ ველოსიპედით, უყუროთ მზის ჩასვლას – ასე მიაღწევთ ჰარმონიას. არ არის გამორიცხული, შეხვდეთ ძველ მეგობარს ან ახლო ნათესავს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. სასიყვარულო სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები და დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები გელით.
სასიკეთო დღეები: 30, 1.
არასასიკეთო დღე: 29.
კვირის პირველ ნახევარში აქტიურად ისწავლით რაღაც ახალს და ურთიერთობა გექნებათ საინტერესო ადამიანებთან. კვირის შუა რიცხვებში შეიძლება შეგეცვალოთ განწყობა, გაჩნდეს თქვენი მიზნების მკაფიოდ გამოხატვის სურვილი და გააკეთოთ ის, რაც ჩაიფიქრეთ. შეეცადეთ არ მოხვდეთ გაღიზიანებისა და საკუთარი თავით უკმაყოფილების ბადეში. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრების იმედი გქონდეთ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის. შუა კვირაში მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ამბები გაგამხიარულებთ. შაბათისთვის ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშეც მშვენივრად მოგვარდება.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 1.
შეეცადეთ ამ კვირაში უეცარი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, იარეთ წინ იმ რიტმით, რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია. ზედმეტად ნუ იფიქრებთ ტაქტიკაზე, ყველა გადაწყვეტილება გზადაგზა მოგივათ. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად, დაუშვით თამაშის ელემენტი თქვენს საქმეებსა და ურთიერთობებში, ეს ენთუზიაზმით აგავსებთ და თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. პირად ფრონტზე ბევრი ცვლილება გელით, ძირითადად, პოზიტიური. თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან ახალი შინაარსით იქნება სავსე, რაც ახალი სასიამოვნო შეგრძნებებით აგავსებთ. მათ გარემოში თავს ძალიან მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ ოჯახთან ერთად ბუნებაში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 28, 2.
არასასიკეთო დღე: 30.
ამ კვირაში კარგი განწყობა და სულიერი აღმაფრენა საშუალებას მოგცემთ სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ საკმაოდ რთული პროფესიული საკითხებიც კი. უმჯობესია სხვისი მხარდაჭერისა და დახმარების იმედი არ გქონდეთ. სამშაბათი კარგი დღეა მუსიკისა და უცხო ენების შესასწავლად. პარასკევს ნუ იქნებით მაქსიმალისტი, რადგან ბევრი რამის ერთდროულად გაკეთების სურვილმა შეიძლება მეტისმეტად დაგძაბოთ და ნერვული აშლილობა გამოიწვიოს. სწორი გადაწყვეტილებების წყალობით თქვენი ცხოვრება დასტაბილურდება და სრულყოფილ ბალანსს მიაღწევთ სამსახურსა და სახლს შორის, გამონახავთ დროს მხიარული დასვენებისთვის ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. შაბათი ძალიან კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 28.
ამ კვირაში ძალიან ენერგიული და მომხიბვლელი იქნებით. სავსებით რეალურია სამსახურში დაწინაურება, მით უმეტეს, რომ ეს დიდი ხანია მოსალოდნელია. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, თქვენი საღი აზრი და პლანეტების ხელსაყრელი განლაგება შეცდომებისგან გიხსნით. სასურველია, გრძნობებს არ აჰყვეთ და თავი შეიკავოთ, რადგან შესაძლოა ეს თქვენს კოლეგებს არ მოეწონოთ. შეეცადეთ არ მისცეთ მავანთ ჭორაობის მიზეზები, გამოიჩინეთ სიმშვიდე და დაიცავით დისციპლინა. შაბათს ძალების მოზღვავებას იგრძნობთ და შესაძლოა ძალიან სასიამოვნო პაემანზეც აღმოჩნდეთ.
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 30.
მორიელი
ვარსკვლავები ამ კვირაში ბევრ თქვენგანზე მოახდენენ გავლენას, შესაძლებლობა გექნებათ დაუბრუნდეთ ძველ პრობლემებს და წარმატებით მოაგვაროთ ისინი. ორშაბათს წარმატება განსაკუთრებით უფლებადამცველებს ელით. ისინი შეძლებენ გადაუდებელი საკითხების მოგვარებას და სარგებელსაც ნახავენ. პროფესიულ სფეროში ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც გსურთ. ოთხშაბათი ახალი შეხვედრებითა და შთაბეჭდილებებით გაგახარებთ, წარმატებები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში. ამ კვირის მნიშვნელოვანი ამოცანაა, დროულად გააკეთოთ არჩევანი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება თქვენთვის მოსახერხებელი და კომფორტული გზით – ამის უფლება გაქვთ. შაბათ-კვირას დაისვენეთ და განიტვირთეთ ისე, როგორც თქვენს გულს სურს.
სასიკეთო დღეები: 27, 2.
არასასიკეთო დღე: 30.
მშვილდოსანი
ეს კვირა განსაკუთრებით მისაღებია დასვენებისთვის, შვებულების დასაწყებად, აგარაკზე წასასვლელად, თევზაობისა და სხვა სასიამოვნო საზაფხულო აქტივობებისთვის. ბევრი შეძლებს დასვენებას, ბევრს კი, დიდი ალბათობით, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება და თვითკონტროლის ბუნებრივი უნარები დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ შესაძლო პრობლემას როგორც პროფესიულ, ისე პირად ფრონტზე. კვირის დასაწყისში შეიძლება ისეთი მოვლენები მოხდეს, რომლებიც თქვენთვის ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს გააჩენს. გათავისუფლდით აკვიატებებისა და შიშებისგან. ნუ აიღებთ ბევრ სამუშაოს საკუთარ თავზე, რეალურად შეაფასეთ თქვენი ძალები. ახლა ჰარმონიული პერიოდია, გამოიყენეთ ეს შანსი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების დასამთავრებლად.
სასიკეთო დღეები: 28, 29.
არასასიკეთო დღე: 2.
უახლოეს დღეებში შესაძლოა გაგიჩნდეთ მწვავე სურვილი, მოაწესრიგოთ არა მხოლოდ თქვენი საქმეები, არამედ გარეგნული იერსახეც, რათა უფრო ელეგანტურად და ეფექტურად გამოიყურებოდეთ. ორშაბათს კარგია საქმიანი ადამიანისთვის საჭირო ტანსაცმლისა თუ ნებისმიერი ნივთის ყიდვა. ამ დღეს შეიძლება მიიღოთ ფასდაუდებელი დახმარება მეგობრისგან, მაგრამ დეტალები არ უნდა გაამჟღავნოთ. ხუთშაბათს შეეცადეთ თქვენი დოკუმენტები და საქმიანი ქაღალდები ცნობისმოყვარე თვალისგან შორს გქონდეთ, რადგან კონკურენტებს შეუძლიათ მარტივად ისარგებლონ თქვენი გულუბრყვილობით. პარასკევს გამოიჩინეთ წინდახედულობა და სიფრთხილე, განსაკუთრებით ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობისას. შაბათს ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოჩენა, მხარდაჭერა აუცილებლად გექნებათ.
სასიკეთო დღეები: 27, 2.
არასასიკეთო დღე: 29.
ამ კვირაში შესაძლოა წინ წამოვიდეს პირადი საკითხები, ოჯახთან დაკავშირებული საქმეები საფრთხეს უქმნის მთელ თქვენს დროსა და გეგმებს. შესაძლოა იყოს დიდი აურზაური, წუხილი, სირთულეები კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას. საქმიან სფეროში საკმაოდ მშვიდი პერიოდი იწყება, რადგან მცირე სამუშაო გექნებათ. ნაცნობების წრის გაფართოება ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, მაგრამ, ამავე დროს, კიდევ უფრო მეტ პრობლემასა და დაბნეულობას მოგიტანთ. პარასკევს შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი იდეებით მოხიბლოთ საჭირო ადამიანები და მხარდაჭერა მოიპოვოთ. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დასვენება მოახერხოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 3.
სამუშაოს დიდი მოცულობის მიუხედავად ამ კვირაში საკმარისი დრო გექნებათ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად კარგი დასვენებისთვის, რაც დაგროვილ სტრესს მოგიხსნით და ახალი ენერგიით აგავსებთ. ორშაბათს ვარსკვლავები ზედმეტ კომუნიკაციის არ გირჩევენ. ოთხშაბათს დაუთმეთ დრო არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის შესწავლას, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, სანამ იმ ადამიანის აზრსაც არ მოისმენთ, რომელსაც ეს სიტუაცია არ ეხება და, შესაბამისად, ობიექტური მსჯელობა შეუძლია. პარასკევს მთელი თქვენი ხიბლი უნდა გამოიყენოთ კარიერული სიმაღლეების მისაღწევად, თუ, რა თქმა უნდა, მზად ხართ, რომ ბევრი იმუშაოთ. რომანტიკულ ფრონტზე საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზები გელით.
სასიკეთო დღეები: 29, 3.
არასასიკეთო დღე: 1.
თამთა გურული
კომენტარები