კულტურასაქართველო

საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველები სიქსტის კაპელაში იმღერებენ

26 ივნისს სიქსტის კაპელაში, სადაც უცხოელებს ძალიან იშვიათად უმღერიათ ან კონცერტი გაუმართავთ, 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით  და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, კონცერტს გამართავს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კულტურის მინისტრის თქმით, ეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის არაერთი წლის სურვილი და გეგმა იყო.

„ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქართველი იმღერებს სიქსტის კაპელაში. მეტიც, 29 ივნისს, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც უამრავი მომლოცველი იქნება, საერთაშორისო დელეგაციები, პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი მესის დასრულების შემდეგ (მესაში, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, რასაკვირველია არ ვმონაწილეობთ), რომელსაც თვით პაპი აღავლენს, შეასრულებენ ილია მეორის „ავე მარიას“ და, სავარაუდოდ, როგორც ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილისგან ვიცით, [შესრულდება] „შენ ხარ ვენახიც“. როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, ისე საზეიმო მესა გადაიცემა კათოლიკურ სამყაროში პირდაპირი ეთერით. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close