ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური ქარიშხლები ივნისში – რომელი რიცხვებია განსაკუთრებით საფრთხილო

მზის ლაბორატორიის მუშაკები ყოველდღიურად აკვირდებიან სიტუაციას ამ მნათობზე. თვეში რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ვარსკვლავი ჩვეულებრივზე აქტიურია. დედამიწაზე ამ დღეებში ფიქსირდება მაგნიტური ქარიშხლები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებს. 

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

მაგნიტური ქარიშხალი არის დედამიწის მაგნიტური ველის აღშფოთებები, რომლებსაც მზეზე აფეთქებები იწვევს. ასეთმა ფაქტორებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც საკომუნიკაციო სისტემების მუშაობაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამასთან, აქტივობის უმნიშვნელო ზრდამაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე.

მაგნიტური დღეების კალენდარი ივნისში

უახლოესი ორდღიანი მაგნიტური ქარიშხალი ხვალ და ზეგ – 15-16 ივნისსაა მოსალოდნელი, ამასთან, 15 ივნისის ქარიშხალი უფრო ძლიერი იქნება, 16-ში კი მისი აქტივობა დაიკლებს. შემდეგი მსუბუქი მაგნიტური ქარიშხალი 23-24 ივნისს იქნება.

მაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედებას ყველაზე მეტად ხანდაზმული და მეტეოდამოკიდებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ორსული ქალები გრძნობენ.

მაგნიტური ქარიშხლის დღეებში შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მაღალი ან დაბალი წნევა, ძლიერი სისუსტე, უძილობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება. მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი ზეგავლენისგან თავდასაცავად სახიფათო დღეებში ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდიეთ.

  • მოერიდეთ ცხიმიან, შემწვარ, ცხარე და მლაშე საკვებს.
  • შეცვალეთ ალკოჰოლი, ყავა და სიგარეტი მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაით.
  • ფეხით უფრო ხშირად იარეთ, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებთ.
  • თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკუჩვენება არ არსებობს, მიიღეთ კონტრასტული შხაპი ძილის წინ.
  • დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს და გეძინოთ მინიმუმ 7 საათი დღეში.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close