პოლიტიკაიტალია

ხვალ იტალიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იწყება

ხვალ, 7 ივნისს დაიწყება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში. 7 ივნისს რომში, „კვირინალეს“ საპრეზიდენტო სასახლეში მოეწყობა საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერ რობერტო გუალტიერისთან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი, განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close