საზოგადოებასაქართველო

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი საეჭვო შემთხვევა უარყოფითია, ერთის გამოკვლევა გრძელდება

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ორი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში აღნიშნული ინფექცია არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა კი კვლევის პროცესშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლევის ეტაპზე არსებული შემთხვევის დეტალებზე, მათ შორის, იმაზე, აქვს თუ არა პაციენტს მოგზაურობის ისტორია, ვერ ისაუბრებს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონტროლზეა აყვანილი გამონაყრით მიმდინარე შემთხვევები. ამ კვირაში კი ქვეყანა აღნიშნული ინფექციის გამოსავლენ პისიარტესტებს ელოდება, რომელიც საშუალებას იძლევა, ტესტირების პასუხი ორ საათში იქნას მიღებული.

ვირუსის აფეთქება მაისიდან დაიწყო და ამ დრომდე „მაიმუნის ყვავილი“ მსოფლიოს 27 ქვეყანაში 800-მდე პაციენტს გამოუვლინდა.

რა სიმპტომები ახასიათებს ე. წ. „მაიმუნის ყვავილს“

„მაიმუნის ყვავილი“ ადამიანებში, ჩირქოვანი ფერისმჭამელებისა და ბუშტუკების სახით, კანზე ვლინდება. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. გამონაყარი დაავადების ფაზის მიხედვით განსხვავებულია და შეიძლება ჩუტყვავილას ან სიფილისის სიმპტომს დაემსგავსოს.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე დარწმუნებით ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ ყვავილის ვაქცინით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს განაცხადი „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მისაღებად, რომელიც ავტორიზებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close