ვიდეოსაბერძნეთი

ათენთან ახლოს ხანძარი მძვინვარებს, ცეცხლმა საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია (ვიდეო)

ათენთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან. დაზიანებულია რამდენიმე სახლი. ინფორმაციას CNN.gr ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძარმა შაბათს დღისით, 13:00 სთ-ზე იფეთქა ათენის სამხრეთ გარეუბანში – ანო გლიფადაში. მის გავრცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლმა ორი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია მეხანძრეების დიდი რაზმი, მუშაობს საავიაციო ტექნიკაც, რომელიც ჰაერიდან ასხამს წყალს. სახანძრო სამსახურმა გამოაცხადა ცეცხლთან მებრძოლი ძალების შემდგომი კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ. მთლიანობაში მუშაობს 72 მეხანძრე, 20 ავტომობილი და სამი ქვეითი ჯგუფი, 6 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და კიდევ ერთი ვერტმფრენი საჰაერო კოორდინაციისათვის.

საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე სპეციალური წესები მოქმედებს ტრამვაის მე-7 ხაზზე «Asklipieio Voulas-Agia Triada», სადაც ბოლო სადგურია SEF ხანძრის გამო, რომელმაც დღეს დილით იფეთქა  პირეოსში,  SEF-ის რაიონში.

საღამოს ხანძარმა გლფადაში პანორამა ვულასამდე მიაღწია, ცეცხლმა შეაღწია სახლების ეზოებში და ზოგიერთ შემთხვევაში – სახლებშიც. 16:20 საათიდან რაიონის მცხოვრებლებმა 112-ისგან შეტყობინება მიიღეს:

„თუ ანო ვულაში იმყოფებით, ახლავე დატოვეთ სახლი და მიდით ალსუს მოედანზე, ანო ვულაში. ტყის ხანძარი ვულის ზედა ნაწილშია“.

ამ პერიოდში საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირია და მათ გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. შარშან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრების შედეგად 120 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია განადგურდა და ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close