თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
თურქული მედიის ცნობით, ქართული ნომრის მქონე მიკროავტობუსში, რომელიც ავარიაში მოყვა, წინასწარი მონაცემებით, 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი პატარა ბავშვი. მიკროავტობუსი გირესუნიდან ტრაპიზონში მიდიოდა, ჩარშიბაშის რაიონში მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, კლდეს დაეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები ტრაპიზონის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მგზავრობდნენ. აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით, ადგილზე გაემგზავრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარიის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები