ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

მსხვერპლი მოჰყვა ბარსელონასთან მატარებლების შეჯახებას, რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

ესპანეთში, ბარსელონის პროვინციაში სერიოზული სარკინიგზო ავარია მოხდა – სატვირთო მატარებელი სამგზავროს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

სარკინიგზო კატასტროფა ბარსელონიდან 14 კილომეტრის დაშორებით, სან ბოი დე ლიობრეგატის (Sant Boi de Llobregat) სარკინიგზო სადგურზე მოხდა ორშაბათ საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე.

კალიუმით დატვირთული სატვირთო მატარებელი სადგურზე შესვლის დროს რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო მატარებლის სალონს შეეჯახა, რომელიც სწორედ ამ დროს გადიოდა სადგურიდან. სამგზავრო მატარებლის ვაგონებში 150 მგზავრი იმყოფებოდა.

მიღებული ტრავმების შედეგად სამგზავრო მატარებლის მემანქანე გარდაიცვალა. დაშავებულთა უმეტესობამ მსუბუქი ტრავმა მიიღო. მგზავრების ევაკუაციის, აგრეთვე, სარკინიგზო ქსელის და პანტოგრაფის (დენის მიმღები აპარატურა) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში მეხანძრე- მაშველების 10 ჯგუფი მუშაობდა; შემთხვევის ადგილზე მუშაობდა, აგრეთვე, 2 ფსიქოლოგი, SEM-ის (Sistema d’Emergencies Mediques) ორი ვერტმფრენი და Mossos d’Esquadra-ს (კატალონიის ჟენერალიტეტის პოლიცია) 14 პატრული. 9 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

სარკინიგზო კატასტროფის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

რამდენიმე დღის წინ, 9 მაისს სარკინიგზო კატასტროფა მოხდა ავსტრიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მიუნხენდორფის კომუნაში. სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close