მიგრაცია

მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა

„გასულ წელს მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლის საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალური იყო. ყოველი მეორე ადამიანი ტურისტულ კომპანიაში რეკავდა და არკვევდა, თუ რა პროცედურების გავლა იყო საჭირო, თუმცა ეს ბუმი ახლა ეტაპობრივად მცირდება, რადგან ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ძალიან სარისკოა“, – ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Turebi.ge-ის დირექტორმა, ნიკა გოგოლაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მოთხოვნა, აშშ-ის ტურისტულ ვიზაზეც შემცირდა, რადგან 2024 წლამდე საელჩოში გასაუბრებისთვის ადგილი არაა, ხოლო როგორც ტურისტული კომპანიის დირექტორი ამბობს, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება აშშ-ის ვიზა, შეუძლია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შევიდეს, შეიტანოს შესაბამისი საბუთები და გაცილებით სწრაფად აიღებს მას.

„რაც შეეხება პოლონეთს, ეს მიმართულებაც პანდემიის დროს განსაკუთრებით აქტუალური იყო, ადამიანები შენგენის D კატეგორიის ვიზას იღებდნენ და მისი დახმარებით მექსიკაში ან ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში გადადიოდნენ, რაც პანდემიისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა იყო. მიმდინარე პერიოდში კი ამ კუთხით მოთხოვნა შემცირებულია“, – განაცხადა ნიკა გოგოლაძემ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close