მიგრაციაპოლიტიკა

გალკინი და პუგაჩოვა რუსეთში თავიანთ ვილას ყიდიან – ახალი დეტალები

მაქსიმ გალკინს რუსეთში მოღალატეს ეძახიან, რადგან ის უკრაინას უჭერს მხარს და არ დუმს რუსების სისასტიკეზე.

რუსეთის ფედერაციაში იუმორისტის  კონცერტები უკვე აკრძალულია, სარეკლამო კონტრაქტები ეტაპობრივად უქმდება. ახლა კი ჟურნალისტი ალენა ჟიგალკინა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, YouTube არხზე იტყობინება, რომ გალკინისა და პუგაჩოვას ძვირადღირებული ვილა სოფელ გრიაზში იყიდება.

ჟურნალისტის თქმით, მდიდრული სასახლის ფასი ათი მილიონი დოლარიდან იწყება.

ვილა  ექვსსართულიანია, აქვს საცურაო აუზი, კინოთეატრი, საზაფხულო თეატრი და ლამაზი ბაღი.

ჭორები ძვირადღირებული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა გალკინს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ახლა მაქსიმ გალკინი ალა პუგაჩოვასა და ბავშვებთან ერთად ისრაელში იმყოფება. მედიის ცნობით, ვარსკვლავური ოჯახი კესარიაში ცხოვრობს, სადაც ცნობილი ისრაელელი ადვოკატები და ტელევარსკვლავები ბინადრობენ.

cnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close