ქართველები უცხოეთშისპორტი

მარადონასავით იქნება – ცნობილი კომენტატორი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლას გამოეხმაურა

ცნობილი კომენტატორი დმიტრი გუბერნიევი რუსულ მედიას გაემიჯნა და საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაზე ოპტიმისტურად ისაუბრა.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Gazzetta Dello Sport-თან დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელის იტალიურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია.

დმიტრი გუბერნიევმა კვარაცხელია არგენტინის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს, დიეგო მარადონას შეადარა.

„შესანიშნავი ტრანსფერია! ხვიჩა იქ იქნება, როგორც მარადონა, რომელიც ასევე „ნაპოლიში“ თამაშობდა. მისი წინსვლით ძალიან გახარებული ვარ. აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპაში ითამაშოს, ახალი სიმაღლეები დაიპყროს და ევროპულ ტურნირებზე ითამაშოს. შეძლებს ის „ნაპოლიში“ თამაშს? ალბათ, ითამაშებს, რადგან იტალიიდან დაუკავშირდნენ. ის არ არის კოკორინი. ვფიქრობ, შეუძლია ითამაშოს“, – მოჰყავს გუბერნიევის სიტყვები „მატჩ ტვ-ს“.

ქართველი ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ფიფას მიერ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შემოღებული უფლებით ისარგებლა და ბათუმიდან „დინამოში“ გადავიდა. 21 წლის  ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე შეუერთდება.

იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის დეტალები გაამხილა. გამოცემის ცნობით, ტრანსფერი ნეაპოლურ კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ქართველი გარემარბი წელიწადში ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

1tv.ge

რამდენიმე ხნით ადრე სპორტული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 1,5 მლნ ევრო იქნება.

transfermarkt.com-ი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს 16 მლნ ევროდ აფასებდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close