კინო/ფილმებიარტისტი

ვინ ასრულებს ქართველი უფლისწულის როლს გახმაურებულ თურქულ სერიალში

თურქეთის საზოგადოებრივ არხზე გადის სერიალი „ალფარსლან დიდებული სელჩუკი“, რომელსაც  ახალი პერსონაჟი დაემატა –  ქართველი პრინცი რატი, რომლის როლსაც სიმპათიური თურქი მსახიობი ემრე კიზილირმაკი ასრულებს.

ემრე 1983 წლის 9 მარტს ანკარაში დაიბადა და იზმირში გაიზარდა. ემრეს მამა კალათბურთის მწვრთნელი იყო, ალბათ ეს გახდა ბიძგი იმისა, რომ კალათბურთში 6 წლის ასაკიდან მოსინჯა ძალები და 20 წლამდე თურქეთის 2 საკალათბურთო კლუბში ითამაშა.

თურქი მსახიობი ესკიშეირის თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა, სწავლის პარალელურად წავიდა სტამბოლში და სამოდელო კარიერა დაიწყო.

შემდეგ ერასმუსის პროგრამით სლოვენიაში გაემგზავრა და განათლება კონსერვატორიაში მიიღო.

2005 წელს ერთ-ერთ პროექტში ახალ სახეებს ეძებდნენ, სწორედ აქ აღმოაჩინეს ემრე. 2007 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში, თურქეთის საუკეთესო მოდელის გამოსავლენად და მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წელს სამხრეთ კორეაში გამართულ კონკურსზე მსოფლიოში საუკეთესო მოდელის სტატუსით დაჯილდოვდა.

კიზილირმაკმა 2012 წელს ჯევდა ბაირაქტართან იქორწინა, წყვილი უკვე 10 წელია, ერთადაა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close