რონალდუს ოჯახი დამწუხრებულია – ჯორჯინამ იმშობიარა, მაგრამ ბიჭუნა დაიღუპა
ლეგენდარული ფეხბურთელის პარტნიორმა ტყუპი გააჩინა, გოგონა გადარჩა
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ჩვენი პატარას გარდაცვალების შესახებ.
ეს უდიდესი ტკივილია, რაც კი შეიძლება მშობელმა განიცადოს.
მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას, ეს მომენტი გადავლახოთ ცოტაოდენი იმედით და ბედნიერებით“, – დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში.
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) April 18, 2022
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავის და პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის, კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორი – ჯორჯინა როდრიგესი ტყუპზე იყო ფეხმძიმედ, მაგრამ მშობიარობისას მან ბიჭუნა დაკარგა, გოგონა კი გადარჩა.
„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს და მედდებს მათი მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის, – წერს რონალდუ. – ამ დანაკარგმა დაგვთრგუნა და მორიდებით გთხოვთ, რომ განმარტოება გვსურს ამ რთულ დროს. ჩვენო ბიჭუნა, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. მუდამ გვეყვარები. კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი“.
რონალდუსა და ჯორჯინას აქამდე ერთი საერთო შვილი, 4 წლის გოგონა და კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, რომლებიც სუროგაციის გზით გაჩნდნენ. ოქტომბერში მათ განაცხადეს, რომ ტყუპს ელოდებოდნენ. ახლა ჯორჯინას და რონალდუს ორი საერთო შვილი ჰყავთ, ორივე გოგონა.
ნუცა ყაველაშვილი
მსგავს თემაზე: როგორ გახდა მაღაზიის კონსულტანტი მილიარდერი რონალდუს ცოლი – მათი სიყვარულის ისტორია კონკიას ზღაპარს ჰგავს
რონალდუს საცოლემ სადღესასწაულო ფოტო გამოაქვეყნა ფეხბურთელის ოთხ შვილთან ერთად
კრიშტიანუ რონალდუს 23-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა და 18,8 მლნ ევროთი დაჯარიმდა
კომენტარები