შეუცნობელი

ფოტოაპარატმა რუის-ურბნისის ეპარქიაში ეშმაკი დააფიქსირა – „ჩემ წინ მოწყენილი ზის არსება, რომელიც ებრძვის კაცობრიობას“…

მომღერალი ბექა ჩხაიძე პერიოდულად მამათა მონასტერში ცხოვრობს. მისი ფეისბუქის გვერდიდან ვგებულობთ, რომ ახლა ქარელში, მზოვრეთის მამათა მონასტერში იმყოფება, საკუთარ მოძღვართან, მამა იოანესთან. მამა იოანე მზოვრეთის მამათა მონასტრის წინამძღვარია. არის პერიოდები, როდესაც ის განდეგილად ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ბექა ფეისბუქმეგობრებს ასეთ ამბავს უზიარებს.

ბექა ჩხაიძე: – ახლა ერთი ამბავი მინდა გითხრათ და რატომ?!

მამაო (ჩემი მოძღვარი) დიდ მარხვაში როცა ახერხებს, მიდის ტყეში, გამოქვაბულში მარტო, სალოცავად, მხოლოდ სეფისკვერი და წყალი მიაქვს.

ახლა მეორე მონატერს აშენებენ აქვე, მზოვრეთში და ამ ეტაპზე ვერ ახერხებს წასვლას.

რუის-ურბნისის ეპარქიაში, გამოქვაბულში ყოფნის დროს, მამა იოანეს ააკითხეს მამებმა (ბერებმა, მისმა სულიერმა შვილებმა). ერთი სტუმარი ახლდათ ფოტოაპარატით. მამაოსგან მოშორებით იდგნენ, იქ ახლოს ვერც მიხვალ, თვითონაც თოკებით და კიბეებით შედის იმ გამოქვაბულში.

საუბრისას მამაომ უთხრა: „ახლა ჩემს წინ მოწყენილი ზის ის არსება, რომელიც ებრძვის კაცობრიობას და ჩვენ, მაგრამ ღვთის წყალობით, ვერაფერს მიხერხებს“.

მამაოს მითითებულ ადგილას, არაფერი ჩანდა. მაგრამ სტუმრის მიერ გადაღებულ სურათზე, ეს კადრი დაფიქსირდა.

ამით რისი თქმა მინდა. მარტო ტელევიზორში რაც ხდება და რასაც აჩვენებენ, ეგრე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში!!! ძალიან ძლიერი და მლოცველი ბერები, დედები და მამები არსებობენ, ხალხნო. განდეგილებიც, რომლებიც მარტო ცხოვრობენ ტყეში და მთელი ცხოვრება იქ იქნებიან ლოცვაში. ასე რომ, დანარჩენი თქვენთვის მომინდია.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close