საქართველო

კიდევ ერთი ქართული კერძის აღიარება – ქართული მხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერსაკვები იყოს

მხალმა ბრიტანელების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

Pkhali: Georgia’s versatile vegan appetiser – ამ სათაურით გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში „ბიბისი“ თავის ონლაინ გვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს

სტატიის ავტორმა სარა ფრიმენმა (Sarah Freeman) საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.

„მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერსაკვები იყოს“, – წერს „ბიბისის“ ჟურნალისტი.

„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, – მიყვება შეფმზარეული დავით ნარიმანიშვილი, – როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულ აპეტაიზერს ეხება. ნიახურის ფოთლებით დაწყებული, ოხრახუშით დამთავრებული, ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. ფხალი უპირველესად, სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველთა უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“, – წერს სარა ფრიმენი.

სტატიაში აღწერილია ქართული კერძები, თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე, კვების ობიექტები, სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close