მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთი და შვედეთი ნატოში შესვლას უკვე ზაფხულში გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთი და შვედეთი ნატოში შესვლას უკვე ამ ზაფხულს გეგმავენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით. ეს თემა გასულ კვირაში განიხილებოდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ეს „რუსეთის დიდი სტრატეგიული შეცდომაა“, – მოჰყავს გაზეთს წყაროს სიტყვები.

თუკი ეს გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრთა შორის ყველაზე გრძელი (1300 კილომეტრზე მეტი) საზღვარი ექნება რუსეთთან. ამავე დროს, ფინეთსაც და შვედეთსაც აქვთ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალრიცხოვანი კუნძულები ბალტიის ზღვაში.

ორივე ქვეყანას ნეიტრალური სტატუსი აქვს. ამასთან, შვედეთი 200 წლის განმავლობაში არ შესულა არავითარ სამხედრო კავშირში, მაგრამ უკანასკნელ ხანებში რუსეთის აგრესიის გავლენით ორივე ქვეყანაში შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი – სულ უფრო მეტი ფინელი და შვედი უჭერს მხარს ნატოში შესვლას.

შვედეთის გაზეთ Aftonbladet-ის თანახმად, შვედეთს შეუძლია ივლისის შუა რიცხვებისთვის დაამტკიცოს ნატოში წევრობის განაცხადი, იმავე თვის ბოლოსთვის კი განაცხადი შეიძლება უკვე მოწონებულ იქნას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტზე. სტოკჰოლმი და ჰელსინკი ნატოში ერთდროულად გაწევრიანებას გეგმავენ და კოორდინირებულად მოქმედებენ, წერს გაზეთი.

9 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა არ მოხდებოდა, უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close