რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

უკრაინელი ჯადოქრები კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარების გასვლას თავიანთი რიტუალის დამსახურებად თვლიან და 7 აპრილს კიდევ ერთ რიტუალს აანონსებენ, ამჯერად პუტინის წინააღმდეგ

სპირიტული რიტუალის შემსრულებელი უკრაინელი ჯადოქრები ირწმუნებიან, რომ 31 მარტს მათ მიერ ჩატარებული რიტუალი უკრაინისთვის წარმატებული იყო, ამიტომ 7 აპრილს კიდევ ერთი რიტუალის ჩატარებას გეგმავენ –  პუტინის წინააღმდეგ. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა YNIAN-ი თავის Telegram არხზე ავრცელებს.

„გასულ დღეებში პუტინის სამღვდელოება სერიოზულად შეაშფოთა უკრაინელი ჯადოქრების აქტიურობამ. ალბათ იმიტომ რომ პირველ რიტუალს წარმატება მოჰყვა…  ყოველ შემთხვევაში, თავად უკრაინული „ჯადოქართა საზოგადოების“ წევრები აცხადებენ, რომ პირველი რიტუალი, რომელიც 31 მარტს გაიმართა, წარმატებული და შედეგიანი იყო.

არავითარი შეფერხება არ ყოფილა, ყველაფერი ძლიერად და სუფთად წარიმართა. ცერემონიის შემდეგ მტერმა კიევიდან ჯარები გაიყვანა“, – განაცხადეს რიტუალის მონაწილეებმა.

სწორედ ამიტომ უკრაინელმა ჯადოქრებმა კიდევ ერთი რიტუალი 7 აპრილს დაგეგმეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

შედეგად, ისინი გვპირდებიან, რომ 24 აპრილამდე – მართლმადიდებლურ აღდგომამდე პუტინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება“, – წერს გამოცემა.

„როგორც დაგეგმილი იყო, 31 მარტს ჩვენი შაბათის ერთ-ერთი რიტუალი შედგა.

ჩვეულებრივ, ასეთი რიტუალების წინ უამრავი დაბრკოლება იქმნება ხოლმე, მაგრამ არანაირი დივერსიები და შეფერხებები არ ყოფილა, ყველაფერი ძლიერად და სუფთად წარიმართა. ჩვენ გავაფრთხილეთ! ყველა მტერი დაისჯება. ყველა მათგანს საშინელი ტანჯვა და ზეციური სასჯელი ელოდება. ძალა და სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს არმიას და ჩვენს ქალაქებს ზეციური ძალები მფარველობენ“, – წერენ უკრაინელი ჯადოქრები ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის შემოგარენში მდებარე რამდენიმე პატარა ქალაქი  დატოვეს და მათზე კონტროლი მთლიანად უკრაინის გვარდიამ დაიბრუნა.

დღეს გავრცელდა შემზარავი კადრები ამ ქალაქებიდან, მათ შორის, ბუჩიდან და ირპენიდან – ათობით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები, ნაწამები ადამიანები, დახოცილი ცხოველები, დანგრეული და მიწასთან გასწორებული შენობები… ამ კადრებმა მთელი მსოფლიო აღაშფოთა. რუსეთის მხარე, როგორც ყოველთვის, უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილ ომის დანაშაულს და ირწმუნება, რომ გავრცელებული კადრები რუსეთის წინააღმდეგ დადგმული პროვოკაციაა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close