მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს – CNN

მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა, რომ რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი კიევის შემოგარენიდან ძალების ნაწილის, მათ შორის, რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაყვანას იწყებს.

მისივე ცნობით, რუსეთის ძალები უკან იხევენ ჩრდილოეთის ზოგიერთი რაიონიდან, რათა ფოკუსირება  მოახდინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით.

ამერიკული ტელეკომპანიის ცნობითვე, აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს არ არის გადაჯგუფების მოკლევადიანი გეგმა და უფრო მეტად გრძელვადიანი ნაბიჯია, რადგან რუსეთი ხვდება, რომ უკრაინის ჩრდილოეთით წინსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

თავდაცვის უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კიევის შემოგარენიდან რუსეთის ჯარის მცირე ნაწილმა უკან დაიხია, რუსეთს კვლავ შეუძლია ქალაქზე „მასობრივი სისასტიკე“ განახორციელოს.

„გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კიბრიმ.

მისი თქმით, ჯარების ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რომელია მათი საბოლოო დანიშნულების პუნქტი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close