მსოფლიო
სასურსათო კრიზისი ახლოვდება – ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოახლოებული სასურსათო კრიზისის შესახებ საუბრობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი საკვების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორები არიან, სადაც წარმოება ომის გამო შეფერხდა.
მაკრონის თქმით, 1-1,5 წელიწადში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკრაინელი ფერმერები ახალ მოსავალს ვერ თესავენ.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის, უკრაინულ და რუსულ ექსპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
ის დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსალოდნელი კრიზისის წინააღმდეგ მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
bm.ge
ამავე თემაზე: ომი უკრაინაში და მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოება
კომენტარები