newsსაქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:36 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამების მიმდებარედ იყო, ფოკალური სიღრმე – 9 კმ.

სოფელ სამებასთან ცოტათი უფრო ძლიერი, 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა გუშინ, 17:10 სთ-ზე, რომლის ფოკალური სიღრმე 11 კმ იყო.

მიმდინარე წლის 13 თებერვალს საქართველოში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კმ-ის დაშორებით. შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტში სკოლის შენობა და 20-მდე სახლი დაზიანდა. შედარებით ნაკლები სიმძლავრის, 3,9 მაგნიტუდის მიწიძვრა მეორე დღესაც განმეორდა იმავე ადგილას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close