რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

როგორ აღმოჩნდა ცისანა სეფიაშვილის „ოცნების კაცი“ სინამდვილეში ქალი (ვიდეო)

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარული კონვერტის“ წამყვანი ია ფარულავა ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადავიდა, სადაც ანალოგიურ გადაცემას წაიყვანს, თუმცა „რუსთავი 2“-ზე მის მიერ ჩაწერილი გადაცემები კიდევ გადის.

„ფარული კონვერტის“ ამ კვირის სტუმარი მომღერალი ცისანა სეფიაშვილი იყო, რომელმაც  დაუჯერებელი და, ამავე დროს, საგულისხმო ამბავი მოჰყვა:

„ერთხელ ვნახე, რომ 4 წლის წინ მესინჯერში ჰქონია მოწერილი უცნობს, რომელსაც „არქიტექტორი“ ეწერა. წლების მერე ვაიბერშიც მომივიდა სმს-ი სადაც ეწერა, მაინც მოგაგენიო. სადღაც 2 კვირის განმავლობაში მწერდა, როგორ ცხოვრობს, სად ცხოვრობს. ქალი ხარ და გაგექცევა ყურადღება. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მთლიანობაში ჩემი ოცნების კაცი წარმოაჩინა… ვიდეოზარით არ მენახებოდა, მოკლედ, ისე მოხდა, რომ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც გამომიგზავნა… ბოლოს ამიტანა შფოთვამ და ვუთხარ – ან დამენახვე ან მორჩა ყველაფერი-თქო. გავთიშე ტელეფონი, დავბლოკე. მოკლედ, ამ გარკვევა-გარკვევაში აღმოჩნდა, რომ ჩემი ოცნების კაცი იყო ქალი… მერე დაიწყო მეორე სერია, დაუსრულებელი მუქარები და აგრესია…“ – ჰყვება ცისანა სეფიაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close