პოლიტიკასაზოგადოება

უკრაინელმა ბებიამ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა (ვიდეო)

უკრაინაში შეჭრილი რუსული არმია სავალალო მდგომარეობაშია – დამპყრობლები შიმშილობენ. ამის დასტურად უკრაინული გამოცემა UNIAN-ი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ოკუპანტებისა და ქალის საუბარი ისმის. 

აუდიოჩანაწერში ოკუპანტი აღიარებს, რომ საჭმელი არაფერი აქვთ და მოროდიორობენ.

„საჭმელი არაფერი გვაქვს, გუშინ იხვი მოიპარეს. მაღაზიებს ვაჩანაგებთ, ვშიმშილობთ! ბებიამ ღვეზელი მოიტანა – 8 კაცი უკან თუთიის კუბოთი დაბრუნდა“, – ისმის ჩანაწერში.

გოგონა ეკითხება, რა ღვეზელებზეა საუბარი, რით იყო დამზადებული, რაზეც რუსი ჯარისკაცი პასუხობს: – შხამით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close