მსოფლიოარტისტისაზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ეროვნული ბალეტის სოლისტი მოკლეს

კიევის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სოლისტი, მოცეკვავე არტიომ დაციშინი რუსი ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს დაიჭრა 26 თებერვალს. 43 წლის მსახიობი 3 კვირა იბრძოდა სიცოცხლისთვის საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მსახიობი 17 მარტს გარდაიცვალა.

არტიომ დაციშინი წარმოშობით ხერსონიდან იყო. მისი რომანტიზმი, ოსტატობა, გამომსახველობითი ბრწყინვალება დაუვიწყარს ხდის მის მიერ შესრულებულ როლებს „გედების ტბაში“ (პრინცი ზიგფრიდი) თუ „ბაიადერკაში“ (მებრძოლი სოლორი), აგრეთვე, „მაკნატუნაში“, „მძინარე მზეთუნახავში“, „ჟიზელში“ და „რომეო და ჯულიეტაში“. არ არსებობს დიდი, სახელგანთქმული საბალეტო თეატრი მსოფლიოში, რომლის სცენაზეც არტიომ დაციშინს არ უცეკვია გასტროლების დროს – ევროპიდან და აშშ-იდან დაწყებული, იაპონიამდე;  მიღებული აქვს სერჟ ლიფარის პრემია 1996 წელს და რუდოლფ ნურიევის პრემია 1998 წელს საერთაშორისო კონკურსებზე.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს სარაკეტო თავდასხმების შედეგად კიევში ცნობილი უკრაინელი მსახიობი ოქსანა შვეცი დაიღუპა. დაბომბვის დროს მსახიობი სახლში იმყოფებოდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close