„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინასთან, თავის ტვინის აშლილობა აწუხებს, რომელიც გამოწვეულია დემენციით, პარკინსონის დაავადებით ან სიმსივნის სტეროიდული მკურნალობის შედეგად, რაც „ბრაზს“ იწვევს“, – იტყობინება ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ხუთ სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით.
ამავე გამოცემის ცნობით, პუტინს კორონავირუსი ჰქონდა, რომელმაც მას ნერვული სისტემა დაუზიანა და აგრესორს კიდევ მეტი აგრესია გაუჩნდა.
„ხუთი თვალი“ დაზვერვის ალიანსია, რომელშიც შედის ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. დაზვერვის ალიანსი თვლის, რომ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრაზე ფიზიოლოგიური ახსნა აქვს.
დაზვერვის საზოგადოების ცნობით, პუტინმა „მზარდი არარეგულარული ქცევა“ გამოავლინა, რასაც ბოლო პერიოდში გადაღებული კადრებიც მეტყველებს, შეშუპებული გარეგნობით და კრემლში სტუმრებთან შეხვედრის დროს აბსურდული მანძილით.
ოფიციალური პირები თვლიან, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესამჩნევი ცვლილება მოხდა.
„მის ირგვლივ მყოფები შესამჩნევ ცვლილებას ხედავენ მის გონიერებასა და სიცხადეში, რასაც ის ამბობს და როგორ აღიქვამს მის გარშემო არსებულ სამყაროს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორმა დევიდ ოუენმა მსგავსი დაკვირვება გააკეთა და თქვა, რომ პუტინი შესაძლოა ანაბოლურ სტეროიდებს იღებდეს, რამაც შეიძლება გაზარდოს ადამიანში აგრესია.
„ვფიქრობ, რომ მისი იმუნიტეტი დაზიანებულია, ან სტეროიდებს იღებს, რომლებსაც სხვა დაავადებისთვის აძლევენ“, – განუცხადა მან BBC Newsnight-ს.
ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა რიჩარდ დირლოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პუტინს ისეთი სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა: თვითკონტროლის უნარის დაკარგვა, მას შეიძლება ჰქონდეს პარკინსონი“, – თქვა რიჩარდ დირლოვმა.
primetime.ge
კომენტარები