fbpx
ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

უკრაინის საზღვარზე „კანონიერი ქურდი“ გიორგი კილაძე დააკავეს, რომელიც დაბომბვების შემდეგ კოლონიიდან გაიქცა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინის უშიშროების ძალებმა საზღვარზე დააკავეს „კანონიერი ქურდი“ გიორგი კილაძე, მეტსახელად „გეგა ოზურგეტსკი“, რომელიც ჩერნიგოვის ოლქის №31 განყოფილებაში იხდიდა სასჯელს. 

უსაფრთხოების წყაროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მასშტაბური ომის დაწყების შემდეგ ზემოაღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დაკავებულის თქმით, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, დაბომბვის დაწყების შემდეგ კოლონია თვითნებურად დატოვა.

2020 წლის 26 მარტს ჩერნიგოვის რაიონულმა სასამართლომ კილაძეს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კილაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გეგა ოზურგეტსკის“ სახელით იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდია“. მისი ე. წ. „კურთხევა“ 2013 წლის ივნისში მოხდა საბერძნეთში, როდესაც იგი 21 წლის იყო. „პრაიმკრაიმის“ ცნობით, კილაძის კრიმინალური „ნათლიები“ იყვნენ ვაჟა ბიგანიშვილი და სანდრიკ ქურასბედიანი, „კორონაცია“ უჩუმრად ჩატარდა და ბევრმა ამის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგო. ქურდული კანონების დაუცველობით ტიტულის მინიჭებამ ქურდულ სამყაროში კამათი გამოიწვია და 2015 წელს მას საბერძნეთში ქურდის „ტიტული“ ჩამოართვეს, ამის მიუხედავად გიორგი კილაძეს უკრაინაში ისევ „კანონიერ ქურდად“ თვლიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close