კრიმინალიმიგრაცია

საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლება 1500 ევროდ

EL.AS-ის პოლიციელებმა 60-მდე ადამიანი დააკავეს

იმიგრანტები უპრობლემოდ იღებდნენ საბერძნეთში ბინადრობის უფლებას – „ადია დიამონისს“ (Άδεια διαμονής) გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ. საქმეზე ათობით ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ newsbeast.gr იუწყება.

გამოცემის ცნობით, EL.AS-ის პოლიციელებმა კარგად დაგეგმილი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას თითქმის 60 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანმა ხელი მოითბო კანონის გვერდის ავლით ბინადრობის უფლების გაცემის შედეგად. დოკუმენტების მისაღებად იმიგრანტები 300-იდან 1500 ევრომდე თანხას იხდიდნენ. ზოგადად, ტარიფი „მცურავი“ იყო და ზოგიერთს მეტის გადახდაც უწევდა.

თესალონიკში ჩატარებული გამოძიება მოწმობს, რომ 60-მდე ბრალდებულს შორის არის მაკედონიისა და თრაკიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის კომპეტენტური განყოფილებების ორი თანამშრომელი, რამდენიმე შუამავალი და ათობით იმიგრანტი.

თანამდებობის პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან ქრთამის აღების ბრალდებით. უახლოეს საათებში ისინი გამომძიებელს ბოდიშს მოუხდიან. ზოგიერთ იმიგრანტსაც უკვე წაუყენეს ბრალი. ბოდიშის მოხდისა და განმარტებების მიცემის შემდეგ ისინი უპირობოდ გაათავისუფლეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close