11 წლის უკრაინელ ბიჭს, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით, რომელიც უკვე მსოფლიომ გაიცნო, დედა ცოცხალი ჰყავს
11 წლის უკრაინელ ლტოლვილ ბიჭს, რომელმაც სლოვაკეთის საზღვრამდე მარტომ, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით მიაღწია, ირკვევა, რომ დედა ცოცხალი ჰყავს. უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ ფოტოზე გამოსახულ ბიჭს ინტერნეტსივრცეში გმირს უწოდებენ.
11 წლის ბიჭმა ზაპოროჟიედან – ატომური ელექტროსადგურის ადგილიდან, რომელიც რუსულმა ძალებმა გასულ კვირას დაიპყრეს – მარტომ გადაკვეთა სლოვაკეთის საზღვარი ზურგჩანთით, პლასტიკური ბარათით, პასპორტითა და ტელეფონის ნომრით, რომელიც ხელზე ეწერა.
როგორც ირკვევა, პატარა ბიჭს მარტოს, დედის გარეშე სახიფათო მგზავრობა ერთი მიზეზით მოუხდა – დედამ ავადმყოფი ბებია ქალაქში მარტო ვერ დატოვა და იძულებული გახდა, შვილი გადასარჩენად ნათესავებთან მარტო გაეგზავნა.
პატარა ბიჭზე პასუხისმგებლობა სლოვაკეთის ხელისუფლებამ აიღო და მასზე მოხალისეები ზრუნავენ.
წყარო: independent
rustavi2.ge
კომენტარები