მსოფლიოპოლიტიკა

უკრაინის არმიამ 3 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

„მიმდინარე ომის განმავლობაში უკრაინის არმიამ 331,2 მილიარდი რუბლის ანუ დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა“, – წერს Forbes-ის უკრაინის ბიურო. 

მისი ცნობით, განადგურებულ აღჭურვილობას შორისაა 33 თვითმფრინავი, 37 ვერტმფრენი, 251 ტანკი და 939 ერთეული ჯავშანტექნიკა.

„კერძოდ, ტანკები, რომლებიც უკვე განადგურებულია, რუსეთს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო ჯავშანტექნიკა – 0,6 მილიარდი დოლარი, თვითმფრინავები და ვერტმფრენები ერთად – 1,1 მილიარდი დოლარი“, – წერს უკრაინული Forbes-ი.

მედიასაშუალებამ რუსეთის ზარალი სამხედრო აღჭურვილობის ერთეულთა ღირებულების ღია წყაროებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით დათვალა.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close