ვის აეკრძალა პირველი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა
აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელის თანახმად, პირველი მარტიდან ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში.
კერძოდ, აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე, რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.
სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, ყველა სახის აზარტულ ან მომგებიან თამაშში ჩართვა შეეძლება არა 18 წლის ზემოთ, არამედ 25 წელს მიღწეულ პირებს. შეზღუდვა არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ, ასევე, მათ, ვინც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით ე. წ. „შავ სიაში“ მოხვდება.
კომენტარები