რუსეთის მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის დაანონსების და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად რუბლის ფასი დოლართან მიმართებაში 28%-ით შემცირდა, 107 რუბლამდე.
რეკორდული გაუფასურების საპასუხოდ რუსეთის მთავრობამ „კაპიტალის კონტროლის“ ზომები აამოქმედა და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვა მოქალაქეს უცხოურ ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშზე უზღუდავს თანხის გადარიცხვას, შესაბამისად, ის ფულად გზავნილებს არ ზღუდავს.
რუსული გამოცემა RBK წერს, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა გადარიცხონ უცხოურ ბანკებში თავიანთ ანგარიშებზე. ასევე თუკი თანხის გადარიცხვას ემსახურებიან უცხოური კომპანიები, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხონ. რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ უცხოურ ბანკში საკუთარ ანგარიშზე ვალუტა დეპოზიტზე განათავსონ.
შეზღუდვები ძალაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა. შეზღუდვა მხოლოდ თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვას შეეხება. შესაბამისად, ის ფულადი გზავნილების მოძაობას არ ზღუდავს.
ამასთანავე, რუსეთის რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოელებზე თანხის გასესხება, თუკი კრედიტი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.
საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მთავარი წყარო კვლავ რუსეთია, საიდანაც 2021 წელს 443 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. რუსეთიდან გზავნილების შემოდინება ძირითადად რუსული გადარიცხვების სისტემა Zolotaya Korona-ს მეშვეობით ხდება, რომლითაც შარშან 438 მილიონი გადმოირიცხა.
წყარო: bm.ge
p. s. (nostal.ge) პუტინმა 2 მარტიდან აკრძალა რუსეთიდან 10 ათასი დოლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან უცხოურ ვალუტაში „ფულადი ინსტრუმენტების“ გატანა, – ამის შესახებ ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა პირველ მარტს მოაწერა ხელი.
კომენტარები