fbpx
ქართველები უცხოეთში

ხარ­კოვ­ში რუსი დამპყრობლების ტყვი­ას ქარ­თვე­ლი შეეწირა – „ვერ უყურა გულგრილად უკრაინის ტკივილს“

ხარ­კოვ­ში რუსი დამპყრობლების ტყვი­ას ქართველი – აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წილე ვა­ლე­რი ჯი­ჭოშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. ეს სამწუხარო ინ­ფორ­მა­ცი­ა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისმა ახ­ლობ­ლე­ბმა და მე­გობ­რე­ბმა გაავრცელეს. მათივე თქმით, იგი პირველივე დღიდან ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში.

„დღეს ხარ­კოვ­ში სა­კუ­თა­რი ბი­ნი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ოკუ­პან­ტის ტყვი­ას შე­ე­წი­რა სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი, აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წა­ლე ვა­ლე­რი ჯი­ჭოშ­ვი­ლი, მისი ბოლო სი­ტყვე­ბი იყო: მუც­ლის არე­ში ვარ დაჭ­რი­ლი და ქუ­ჩა­ში ვაგ­დი­ვა­რო. ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს გა­და­ვუ­რე­კეთ, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით“, – წერს ელი­სო კო­ღუა ფეისბუქში.

„დიდი გულის ბიჭს გულმა არ მოუთმინა, ვერ უყურა გულგრილად უკრაინის ტკივილს, ომი გაითავისა…
ასე დიდსულოვან ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ სრული გააზრებით და პასუხისმგებლობით.
ვუსამძიმრებ ოჯახს, ჩვენს სოფელს, სრულიად საქართველის და მოძმე უკრაინას“, – წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი ლინა მეყანწიშვილი. 
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close