კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა და ახლა ის ადამიანებისთვის თავშესაფრად გამოიყენება. ინფორმაციას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„მეტრო თავშესაფრის რეჟიმზე გადავიდა და ის ტრასპორტირებას წყვეტს“, – წერს ქალაქის მერი.
კლიჩკო კიევის მაცხოვრებელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან.
მისი თქმით, სახლის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ თავშესაფარში გადასვლის ბრძანება გაიცემა.
1tv.ge
კომენტარები