საზოგადოებასაქართველო

„ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“ – ონის ტყეში დათვმა მონადირე მოკლა

რაჭაში, ონის ტყეში დათვმა მონადირე შეჭამა. უბედური შემთხვევა 23 თებერვალს მოხდა. 

„პრაიმტაიმს“ მომხდარის ამსახველი ფოტოები ადგილიდან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა.

როგორ ადგილობრივი მცხოვრები გამოცემასთან საუბარში ამბობს, მონადირეებმა ერთი დათვი მოკლეს, მეორის თავდასხმას არ ელოდებოდნენ და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა.

„ერთი მოკლეს და მეორეს არ ელოდებოდნენ, ბუნაგიდან გამოვარდა. სხვა მონადირეები ცოტა წინ წავიდნენ და განწირულ ღრიალზე უკან გაიქცნენ, მაგრამ აღმართი იყო და მალე ვერ ასულან. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ნახევარი კაცი შეჭმული იყო უკვე“, – ჰყვება ადგილობრივი მოსახლე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close